live

გადაცემის ლაივი LIVE

სად უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას მშობლები აღზრდის პროცესში, საიდან ჩნდება ბულინგი და როგორია მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგია, რა როლი აქვთ მშობლებსა და მასწავლებლებს მოზარდების კონფლიქტში და როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ისაუბრა.

რა არის ის საკვანძო შეცდომა, რომელიც შეიძლება მშობელმა აღზრდის პროცესში დაუშვას და ეს შეცდომა მომავალში სხვადასხვა პრობლემის საბაბი გახდეს?

მე მართლაც არ მიყვარს, როდესაც მშობელს ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს უჩნდება ბრალეულობის განცდა, რადგან ეს ნამდვილად არ ეხმარება მას ითანამშრომლოს სპეციალისტთან, ზუსტად და სწორად დაინახოს ბავშვის პრობლემები.  ჩემი სტრატეგია  მშობელთან მუშაობისას არის შემდეგი: მე ვცდილობ მათ ვაგრძნობინო ბავშვი, მათ მივცე საშუალება შეხედონ სამყაროს, საკუთარ ქცევას ბავშვის თვალებით და იგრძნონ, რა ემოციური მდგომარეობაა, როდესაც არ უსმენენ  და შენიშნვას აძლევენ ბავშვს. მშობელი ფსიქოლოგთან მუშაობის პროცესში აცნობიერებს რა გამოწვევების წინაშე დგას და უკვე იწყებს შეცვლას.  ეს შეცვლა არის აბსოლიტურად ცნობიერი და თანამშრომლობითი პროცესი.

რა გამოწვევების წინაშე დგანან მშობლები ბავშვის აღზრდის პროცესში – როგორც პრაქტიკა აჩვენებს,  პირველი და უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ხშირად იღებს ბავშვი მშობლისგან მესიჯს, რომ ის არის მიუღებელი, ის არ მოსწონთ, რომ ის მუდმივი კრიტიკის ობიექტია.

ბავშვის უპირობო მიღება – ეს არის პირველი, რის გარკვევას და გაცნობიერებასაც ვცდილობ, როდესაც ვიწყებ მშობელთან მუშაობს, რამდენად არის ის მზად იმისთვის, რომ მიიღოს ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ჩვენ, ფსიქოლოგებს ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი რეკომენდაციები მშობლებთან, შეეცადონ ბავშვს უთხრან, რომ ის ცუდი კი არ არის, უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციაში  მოიქცა ცუდად.

რა სჭირდება ბავშვს განვითარების პროცესში,  მაგალითად,  სანამ ის არის ერთ წლამდე ასაკში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენდოს უფროს ადამიანს, ყველა მისი მოთხოვნა თუ მოთხოვნილება და ფიზიოლოგიური საჭიროებები, დროულად იყოს დაკმაყოფილებული.

ორი სამი წლის ასაკიდან ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენდოს საკუთარ თავს, ეს არის ასაკი, როდესაც მშობელმა პირდაპირი და გადატანითი მნიშნელობით ბავშვს ხელი უნდა გაუშვას. როგორც კი ბავშვი იწყებს სიარულს, უჩნდება პირველი სიტყვა, მშობელმა მას უნდა მისცეს შესაძლებლობა იგრძნოს საკუთარი ავტონომიურობა, იგრძნოს რომ, რაღაც შეუძლია.

ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, კომუნიკაციის პროცესის სწორად წაყვანა, კომუნიკაციაში ვგულისხმობთ იმას, რომ ხშირად მშობელი ბავშვს ელაპარაკება არ მიღების ენაზე, უარყოფს მის ემოციას. მაგალითად, რას ვაკეთებთ როდესაც ბავშვს ეშინია? ვუკრძალავთ მას რომ ეშინოდეს! ამ დროს მთავარი ამოცანა არის ის, რომ მშობელი გახდეს ბავშვის ემოციის კარგი კონტეინერი, მიმღები იმისა, რასაც იმ მომენტში ბავშვი გამოხატავს.

არასწორია გენდერული დაყოფის მომენტი, მაგალითად ბიჭებს ვეუბნებით, რომ ბიჭია და არუნდა ეშინოდეს, გოგოებს ვეუბნებით რომ გოგოა და არუნდა ბრაზობდეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს შეკავებული და მოთოკილი ემოცია აკუმულირდება(გროვდება).

მე ხშირად მინახავს, განსაკუთრებით ბიჭებში, ბავშვობის პერიოდში შეკავებული შიში შემდგომში ბრაზის ენერგიაში გადასული და ამით გამოწვეული ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც აგრესიას უკავშირდება.

უსიყვარულობა არის კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა. უსიყვარულობა არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენს შვილებს თავს ვევლებოდეთ, ყველა მათი კაპრიზი დავაკმაყოფილოთ, არამედ ბავშვი ყოველ წამში უნდა გრძნობდეს იმას, რომ მშობელი ყოველთვის მზადაა მის მოსასმენად, მასთან კომუნიკაციისთვის, მისი ემოციის გაზიარებისთვის და ა.შ.

ზოგადად ადამიანებს უყალიბდებათ ბაზისური წარმოდგენები სამყაროს და საკუთარი თავის შესახებ.  იმის მიხედვით თუ როგორ ექცევა მას მშობელი, ბავშვი იღებს სხვადასხვა ინფორმაციას, მაგალითად თუ მუდმივად აკრიტიკებენ, ფიზიკურად ცემენ, სჯიან მას საკუთარი თავის მიმართ უყალიბდება წარმოდგენა, რომ ის ცუდია, მის გარშემო არსებული ადამიანები ნდობას არ იმსახურებენ  და ზოგადად სამყაროს მიმართ საკმაოდ უნდობლად არიან განწყობილი. ეს შემდგომში ძალიან სერიოზულ პრობლემებში გადადის. ფაქტობრივად ეს არის ის, რაზეც დგას ადამიანის პიროვნება, შესაბამისად ყველა ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომა შემდეგ ძვირად გვიჯდება ხოლმე.

სად არის  დაშვებული შეცდომა მშობლის მხრიდან, როდესაც ერთის მხრივ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია და დაჩაგრულ პოზიციაშია, მეორე მხრივ კი ბავშვი სხვას აბულინგებს და მის დამცირებას ცდილობს, რატომ განსხვავდებიან ასე ბავშვები  და რისი ბრალია ეს ყველაფერი?

მიზეზები არსებობს ბავშვის პიროვნების დონეზე,  ეს შეიძლება იყოს მისი ტემპერამენტი, ხასიათი, გამოცდილება, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში დაუგროვდა. მიზეზები არის ხშირად ოჯახშიც, ბავშვები ძალადობრივ გარემოში იზრდებიან, საქართველოში დამკვიდრებულია აღზრდის ძალადობრივი კულტურა, მხოლოდ ჩვენთან თუ გაიგებ ასეთ გამამართლებელ ფრაზას ბავშვის დასჯის შემდეგ – „კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს”  ან „ბავშვი მტრად უნდა გაზარდო, რომ მოყვარედ გამოგადგეს”.

ზოგადად ჩვენი საზოგადოება ძალიან ტოლერანტულია ძალადობისადმი,  2013 წელს „გაეროს ბავშვთა ფონდის”  კვლევამაც დაადასტურა, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% ემხრობა და ეფექტურად მიიჩნევს აღზრდის პროცესში ფიზიკურ დასჯას.ხშირად, როდესაც ბავშვი გადის საზოგადოებაში  მას უკვე კარგად აქვს ათვისებული კომუნიკაციის ძალადობრივი მეთოდები.

ჩემი პრაქტიკიდან როგორც ვაკვირდები, ორივე ტიპის ბავშვისთვის, მჩაგვრელი და დაჩაგრული, ხშირად წამყვანია თვითშეფასების პრობლება. იმისათვის რომ დაძლიოს ეს პრობლემა, ბავშვი ჰიპერკომპენსაციას მიმართავს, ანუ ძალადობრივ ქცევას იმისათვის, რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცოს, რომ მაგარია. არსებობს სოციალური შეკვეთა, რომ ადამიანი აუცილებლად ძლიერი უნდა იყოს და განსაკუთრებით თუ ის ბიჭია. მასკულინურობა არის ჩვენი სოციალური შეკვეთა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ არ მოგვწონს მშიშარა, მტირალა ბიჭები. ბავშვი რა თქმა უნდა ირჩევს უფროსებისაგან კარგად დასწავლილ  და ნორმად დამკვიდრებულ ძალადობრივ ქცევას. თუკი ის ასეთი არ იქნება, შეიძლება გაირიყოს, შეიძლება მამამ გააკრიტიკოს და უთხრას, წადი შენით მოაგვარე, მე რატომ მეუბნები, შენ შესაბამისი ძალა არ გაქვს?

რაც შეეხება ბავშვს, რომელსაც ჩაგრავენ, მასაც ხშირ შემთხვევაში დაბალი თვითშეფასება აქვს, ეს განაპირობებს მის პასიურობას, დაეჭვებულია საკუთარ ქცევებში, მარტოა, უფრო დამყოლია, ჯგუფისგან გარიყულად დგომას ირჩევს, იოლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და კიდევ ერთი, რაც უმთავრესია, სოციალური უნარების დეფიციტი, ბავშვებს არ აქვთ არა ძალადობრივი მეთოდებით საზოგადოებაში თვითდამკვიდრების უნარები.  ეს სოციალური უნარები ჩვენ უფროსებმა, მშობებმა, სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებმა, სასკოლო სივრცეში პედაგოგებმა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.

პრობლემები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ბავშვები ირჩევენ ძალადობრივ ქცევას არის აბსოლიტურად ყველა დონეზე, ინდივიდის, ოჯახის, სკოლის, უბნის და ხშირ შემთხვევაში კულტურის დონეზეც კი.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როდესაც სახეზეა ძალადობა ბავშვებს შორის ?

მარტო მშობელი ვერაფერს ვერ გახდება, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ინსტიტუციის ჩართულობა, ეს არის პროცესი, რომელშიც ერთვება მშობელი, მასწავლებელი და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა სამართლებრივი ჩარევაც გახდეს აუცილებელი. ბოლო ხანებში ამ სფეროში რა შემთხვევაც დაგვიდო ჩვენმა უნიათობამ, ამ ყველაფრის მიზეზი არის  ის, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ანტიბულინგური  პროგრამები სკოლაში, ეს პრობლემა არ არის აღიარებული და გააზრებული.  მაშინ, როდესაც ბავშვი აღმოჩნდა სერიოზული პრობლემის წინაშე, მას ჩაგრავდნენ, მან არ მიმართა არც მშობელს, არც მასწავლებელს, არც სამართლებრივ ორგანოს, არამედ მიმართა მისთვის ავტორიტეტულ თანატოლს და როგორ დამთავრდა  ეს შეთხვევა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

ბულინგის პრობლემაზე მუშაობა და მოგვარება არის ყველა უწყების საქმე და მოვალეობა. ვერაფერს ვერ გახდება სკოლა თუ კი მშობელი განზე გადგება, ვერაფერს ვერ გახდება მშობელი თუ კი სკოლა არ ითანამშრომლებს მასთან და საერთოდ ვერაფერს ვერ გავხდებით თუ იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ბავშვი სკოლაში შედის, ის არ ჩაერთვება ანტიბულინგურ სწავლებაში.

ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც აღიარებულია ეს პრობლემა, არსებობს ანტიბულინგური ქცევის ალგორითმი, აქ მთელი აქცენტი არის გადატანილი არა უშუალოდ მოძალადეზე და მსხვერპლზე, არამედ აქცენტი გადატანილია ე.წ „ბაისთენდერებზე”, რომლებსაც ჩვენ ვეძახით ბულინგის შემსწრეებს, იმ ბავშვებს, რომლებიც უყურებენ ამ ყველაფერს და ამ ყველაფრის შემხედვარე პირველი რასაც აკეთებენ, ისინი მიმართავენ ე.წ. „ბულერს”, რომ შეჩერდეს და მისი ქცევა არის აბსოლიტურად მიუღებელი. თუკი ეს ვერ აჩერებს ბავშვს, რომელიც ჩაგრავს თავის თანატოლს, მაშინ ისინი ცდილობენ, თვითონ არ აყვნენ მას, ხშირია შეთხვევა, როდესაც ერთ თანაკლასელს დასცინიან და დანარჩენი თანაკლასელებიც მხარს უბამენ  ე.წ. ბულინგის გამტარებელს. ამ შემთხვევაში ქცევის ალგორითმი არის ასეთი, რომ  არ უნდა აყვე, ზურგი შეაქციო, უნდა აგრძნობინო, რომ ქცევა რომელსაც ის მიმართავს, დასცინის სხვას, ავიწროვებს, აშანტაჯებს თუ ა.შ. შენთვის მისაღები არ არის.  ის ამის გამო ვერ დაიმკვიდრებს თავს და ვერ მიიღებს ჯილდოს თანაკლასელებისაგან, რომ ის კარგი ტიპია, ეს არ არის ინსტრუმენტი იმისა, რითაც მან თავი უნდა დაიმკვიდროს.  თუ ესეც არ ჭრის, არის მესამე ნაბიჯი, როდესაც ბულინგის შემსწრემ უნდა გააკეთოს შეტყობინება, მაგრამ ჩვენთან პრობლემა არის იმაში, რომ არც ის ვისაც ჩაგრავენ და არც ის ვინც ჩაგვრის შემსწრეა, არ აკეთებს შეტყობინებას, რადგან კულტურალურად ეს არის მიუღებელი. ვიცით რომ არსებობს გავრცელებული სლენგი „ჩაშვება” რის გამოც შემდეგ ის შეიძლება დაისაჯოს და ძალიან ბევრი შემთხვევა ამ მიზეზით რჩება უხილავი უფროსი ადამიანებისთვის.

უმცროსი სასკოლო საფეხურიდან მოყოლებული მთელი სასკოლო პერიოდის მანძილზე  ანტიბულინგური პროგრამები სწორედ ამ მეთოდების სწავლებას მოიცავს. ეს არის სამოქალაქო შეგნება, გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობის გაზიარება, როდესაც არ ეგუები ჩაგვრას.

ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა მომიყვა კოლეგამ : გერმანიაში მოსწავლეები ავიდნენ ავტობუსში, ერთ-ერთმა დააზიანა რაღაც, მისმა მეგობარმა კი ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ამ ბავშვის დამოკიდებულება არის შემდეგი – „მე დავიცავი ის სივრცე, გარემო, სადაც რაღაც გაფუჭდა და დავიცავი ჩემი თანატოლი, თუკი ის ვერ მიიღებს პასუხს მის ქმედებაზე, ის ვერასოდეს ვერ მიხვდება, რომ ამით რაღაცას აფუჭებს და აზიანებს”.

წარმოიდგინეთ ჩვენს სინამდვილეში რამდენად სკანდალური იქნება ეს შემთხვევა და რა დაემართება ბავშვს ვინც ამას გააკეთებს. ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ ყველაფრისგან.

მშობელი აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ ბავშვი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს, შემდეგ კი ბავშვი ხვდება ისეთ გარემოში, სადაც განსხვავებული ტიპაჟები არიან, ასეთ დროს ბავშვი აკოპირებს თანატოლების ქცევას, ამ დროს სად არის გამოსავალი?

ყველაზე რთული და მტკივნეული შეკითხვაა ყველა მშობლისთვის, ხშირად  რა ღირებულებებსაც და სოციალურ უნარებსაც  დებ ბავშვში გარემოსთან წინააღმდეგობაში მოდის. ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც შესაძლოა გამოდგეთ ასეთი ტიპის პრობლემების დასაძლევად. როდესაც ჩემი უმცროსი შვილი წავიდა სკოლაში, მე მას ვუთხარი, რომ როდესაც ის ხედავს, რომ მის თანატოლს ჩაგრავენ, ის არ არის ვალდებული დაიცვას სხვა, რადგან საკმაოდ პატარაა და აუცილებლად უნდა შეატყობინოს ამის შესახებ თავის პედაგოგს. თავიდან ის ამას ასრულებდა, ძალიან ცოტა ხანში კი მოვიდა ატირებული და ამბობს, რომ მას კლასში ჩამშვები დაუძახეს და გარკვეულწილად ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა. ამ შემთხვევაში ჩემთვის გამოსავალი მასწავლებელთან კომუნიკაცია იყო,  მისი ჩართვა და მასთან ერთად მუშაობა ამ პრობლემაზე. მე გამიმართლა, რადგან  მასწავლებელი ძალიან გულისხმიერად  მოეკიდა ამ პრობლემას, გაკვეთილების ციკლიც კი მიუძღვნა ამ პრობლემას, აქ საუბარია პირველკლასელ ბავშვებზე, მან თავიდანვე ჩადო მათში, რას ნიშნავს როდესაც სხვას უჭირს და შენ მას ეხმარები, ძალიან საინტერესო ზღაპარი მოუყვა მათ, რაც ჩემთვის ინსპირაციის წყარო გახდა და ძალიან მალე მომიწია ანტიბულინგური სახელმძღვანელოს შექმნა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, სადაც ეს ზღაპარი პირველადი სახით არის შესული.

არსებობს ანტიბულინგური პროგრამა, რომელიც ფინეთში შეიქმნა, სადაც სკოლაში შესვლის დროს მშობელი კონტრაქტს დებს სკოლასთან და ვალდებულებებში მას უწერია, რომ როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ინფორმაცია რაიმენაირი ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლის შეატყობინოს სკოლას.არსებობს სასკოლო მედიაციის პროგრამებიც, რომელიც ცდილობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციით მოაგვაროს საკითხი, არსებობენ ბავშვები, რომლებიც მედიატორებად გაიწვრთნებიან.

დღეს ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ სკოლის ვალდებულებაა ბავშვის ძალადობისგან დაცვა, ხშირად მშობელს აქვს ასეთი პოზიცია, რომ თუ მასწავლებელმა ბავშვს ყური აუწია პროტესტს კი არ გამოხატავს, ეთანხმება მას. ეს დამოკიდებულება შესაცვლელია, მე ძალიან დიდ იმედს მაძლევს „იუნისეფის” ახალი კამპანია „შეაჩერე ძალადობა”,  რომელიც დიალოგების და დისკუსიების გამართვას გულისხმობს მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოზარდებთან. კამპანია დამკვიდრებული სოციალური ნორმების შეცვლას ისახავს მიზნად.

პოლიციასთან თანამშრომლობა საკუთარი თუ სხვისი უფლებების დაცვისთვის არ უნდა იყოს ცუდი ტონი საზოგადოებაში და ეს უნდა აღიქმებოდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობად.

მშობლები ცდილობენ ბავშვს ქონდეს ძალიან ცოტა თავისუფალი დრო და ნაკლებად იურთიერთოს თანატოლებთან,  დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არის თუ არა ეს გამოსავალი?

მე ვთვლი, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო. განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ძალიან ბევრი ბავშვი ემშვიდობება ბავშვობას, თამაშს, სკოლაში შესვლის პირველივე დღეებიდანვე რაც აბსოლუტურად არასწორია.  ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვცალია მათთვის და ვცდილობთ ბავშვი მეტი რამით დაიტვირთოს.

ბავშვისთვის თამაში არის ყველაფერი, როგორ გაილაღებენ ხოლმე ბავშვები, როდესაც ისინი მოედანზე მოხვდებიან. როგორ ვზღუდავთ და როგორ გვენანება ის დრო, რასაც ისინი თამაშში ხარჯავენ, არადა ბავშვი როდესაც დარბის მას აქვს დაახლოებით იგივენაირი განცდა, როგორც ზრდასრულ ადამიანს ფრენის  დროს. ეს არის ბედნიერების განცდა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების საუკეთესო საშუალება.

არსებობს ასეთი განსხვავება კულტურებს შორის და მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამას, რადგან მინდა, რაც შეიძლება ბევრმა მშობელმა გაიგოს და დაფიქრდეს ამაზე. კულტურა განსხვავდება იმის მიხედვით, ვინ როგორ აღიქვამს ბავშვის ბედნიერებას. მაგალითად ისეთი ტიპის კოლექტივისტურ კულტურაში, როგორიც საქართველოა, ბედნიერებაა, როდესაც მშობელია ბედნიერი, ისეთი ტიპის ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში როგორიც ფინეთია, ბედნიერებაა, როდესაც ბავშვია ბედნიერი.  ჩვენ ვაკეთებთ გათვლას საკუთარ ბედნიერებაზე, ხშირად ვცდილობთ ჩვენს ბავშვობაში არარეალიზებული ოცნებების რეალიზება ჩვენი შვილების საშუალებით მოვახდინოთ და შესაბამისად ვიღებთ დაღლილ, ემოციური და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებს, რომლებსაც არაფერი აღარ უხარიათ, რომლებიც ძალიან მოწყენილები არიან, ძალიან მარტო გრძნობენ თავს და ხშირად აქვთ განცდა, რომ მათი არავის არ ესმის. როდესაც მშობელი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი ატაროს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე თუ წრეზე, ხშირ შემთხვევაში ეს არის მშობლის გადაწყვეტილება.

ვეკითხებით ბავშვს რა აინტერესებს? რა არის მისთვის საოცნებო? კომუნიკაცია, ბავშვის აზრის გათვალისწინება, ბავშვის მოსმენა – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მან თავი იგრძნოს ბედნიერად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

11 ივნისი, 2018

WP_Query Object ( [query] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) ) [query_vars] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) [error] => [m] => [p] => 0 [post_parent] => [subpost] => [subpost_id] => [attachment] => [attachment_id] => 0 [name] => [static] => [pagename] => [page_id] => 0 [second] => [minute] => [hour] => [day] => 0 [monthnum] => 0 [year] => 0 [w] => 0 [category_name] => [tag] => [cat] => [tag_id] => [author] => [author_name] => [feed] => [tb] => [paged] => 0 [meta_value] => [preview] => [s] => [sentence] => [title] => [fields] => [menu_order] => [embed] => [category__in] => Array ( ) [category__not_in] => Array ( ) [category__and] => Array ( ) [post__in] => Array ( ) [post__not_in] => Array ( ) [post_name__in] => Array ( ) [tag__in] => Array ( ) [tag__not_in] => Array ( ) [tag__and] => Array ( ) [tag_slug__in] => Array ( ) [tag_slug__and] => Array ( ) [post_parent__in] => Array ( ) [post_parent__not_in] => Array ( ) [author__in] => Array ( ) [author__not_in] => Array ( ) [suppress_filters] => [cache_results] => 1 [update_post_term_cache] => 1 [lazy_load_term_meta] => 1 [update_post_meta_cache] => 1 [posts_per_page] => 5 [nopaging] => [comments_per_page] => 50 ) [tax_query] => WP_Tax_Query Object ( [queries] => Array ( ) [relation] => AND [table_aliases:protected] => Array ( ) [queried_terms] => Array ( ) [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID ) [meta_query] => WP_Meta_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [key] => post_views_count ) [relation] => OR ) [relation] => AND [meta_table] => gvz0e_postmeta [meta_id_column] => post_id [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID [table_aliases:protected] => Array ( [0] => gvz0e_postmeta ) [clauses:protected] => Array ( [gvz0e_postmeta] => Array ( [key] => post_views_count [compare] => = [alias] => gvz0e_postmeta [cast] => CHAR ) ) [has_or_relation:protected] => ) [date_query] => WP_Date_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [relation] => AND [column] => gvz0e_posts.post_date [compare] => = [time_keys] => Array ( [0] => after [1] => before [2] => year [3] => month [4] => monthnum [5] => week [6] => w [7] => dayofyear [8] => day [9] => dayofweek [10] => dayofweek_iso [11] => hour [12] => minute [13] => second ) ) [request] => SELECT gvz0e_posts.ID FROM gvz0e_posts INNER JOIN gvz0e_postmeta ON ( gvz0e_posts.ID = gvz0e_postmeta.post_id ) WHERE 1=1 AND ( gvz0e_posts.post_date > '2018-10-18 14:36:45' ) AND ( gvz0e_postmeta.meta_key = 'post_views_count' ) AND gvz0e_posts.post_type IN ('post', 'gadacema') AND ((gvz0e_posts.post_status = 'publish')) GROUP BY gvz0e_posts.ID ORDER BY gvz0e_postmeta.meta_value+0 DESC LIMIT 0, 5 [posts] => Array ( [0] => WP_Post Object ( [ID] => 94812 [post_author] => 17 [post_date] => 2018-10-18 14:41:54 [post_date_gmt] => 2018-10-18 10:41:54 [post_content] => დედაქალაქში სპეციალური შუქნიშნები განთავსდება, რომელიც ავტობუსს პრიორიტეტს მიანიჭებს, ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ ავტომობილებს. როგორც „ფორტუნას“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ცვლილებების მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტში ჩაყენება და ამის უფრო კომფორტულ სისტემად გარდაქმნაა. „მეორე პლანზე გადადის კერძო ავტომობილების ინტერესები, თუმცა ეს პრობლემად არ უნდა აღვიქვათ“ – განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ასეთი შუქნიშანი ბაგებში უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს. „ასეთი შუქნიშნები უნდა დავაყენოთ შარტავა-კოსტავაზე, ასევე, ეს შუქნიშნები გაკეთდება ისეთ ადგილებზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები იქნება, სპეციალური სისტემით დაინახავს ავტობუსი რამდენ წუთში მოუახლოვდება, მანამდე გადათვლის ნაკადებს, გააჩერებს და ავტობუსს გაატარებს. ასეთი შუქნიშანი იქნება ყველა ქუჩაზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლი იქნება,” – განაცხადა მუმლაძემ. სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტი კიდევ უფრო კომფორტული გახდება მას შემდგე, რაც მერიის მიერ დაანონსებული ახალი ავტობუსებით შეივსება და განახლდება ავტოპარკი, ასევე ქალაქში არსებული ბასლეინების რაოდენობა გაიზრდება. “ჩვენი მიზანია, კერძო ავტომობილების მფლობელებმა ყოველდღიური მოხმარებიდან ამოიღონ მანქანები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდნენ. ეს კარგი იქნება ეკოლოგიისთვისაც, საცობებისთვისაც და მათი ჯიბეებისთვისაც. თუმცა, ეს ყველაფერი ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ დაიწყება,” – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში. [post_title] => კერძო ავტომობილები მეორე პლანზე გადადის – ქალაქში ავტობუსებისთვის სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => kerdzo-avtomobilebi-meore-planze-gadadis-qalaqshi-avtobusebistvis-specialuri-shuqnishnebi-damontadjdeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-18 15:01:53 [post_modified_gmt] => 2018-10-18 11:01:53 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=94812 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 94837 [post_author] => 17 [post_date] => 2018-10-18 16:55:20 [post_date_gmt] => 2018-10-18 12:55:20 [post_content] => თბილისის მერი კახა კალაძე ავტობუსების შესარჩევად, პოლონეთში, Man-ის ქარხანას ეწვია. კალაძემ ქარხნიდან „ფეისბუქ ლაივი“ ჩართო და მოსახლეობას ქარხანაში არსებული მოდელები დაათვალიერებინა. როგორც მან განაცხადა, დედაქალაქის ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს. "ვფიქრობთ, რომ რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. შესაძლოა, იყოს ორ ფერში, ესეც არ არის გამორიცხული. საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე დიზაინს განვსაზღვრავთ, თუ როგორი უნდა იყოს ყველაფერი და მოგაწვდით ინფორმაციას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს", - განაცხადა კალაძემ. როგორც ცნობილია, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. თავდაპირველად დედაქალაქში 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. კალაძის განცხადებით, 500-550 ავტობუსის შემოყვანა კი მოგვიანებით მოხდება. ავტობუსები სხვადასხვა ზომის იქნება 8, 10 და 12-მეტრიანი. [post_title] => კალაძე ახალი ავტობუსების ფერს ხალხთან ერთად შეარჩევს [ვიდეო] [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => kaladze-akhali-avtobusebis-fers-khalkhtan-ertad-shearchevs-video [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-18 16:55:20 [post_modified_gmt] => 2018-10-18 12:55:20 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=94837 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 94832 [post_author] => 17 [post_date] => 2018-10-19 11:00:16 [post_date_gmt] => 2018-10-19 07:00:16 [post_content] => მოხერხებულმა პილოტმა სამგზავრო ლაინერი ძლიერ შტორმში უსაფრთხოდ დასვა. ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბრისტოლის აეროპორტშია გადაღებული და მასზე ავიაკომპანია TUI-ს თვითმფრინავია გამოსახული. კადრებში კარგად ჩანს, თუ რამდენად ძლიერია ქარი და რამდენად რთულად უახლოვდება ხომალდი საფრენ ბილიკს. ბრისტოლში ქარის სიჩქარე 17 მეტრ/წამს აღწევდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საბედნიეროდ, შტორმთან შერკინება მსხვერპლის გარეშე დასრულდა და პილოტმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში ძლიერი ქარი არც თუ ისე იშვიათადაა, ამიტომ მასთან გამკლავება ავიალაინერებს ხშირად უწევთ ხოლმე. [post_title] => პილოტმა სამგზავრო ლაინერი ძლიერ შტორმში უსაფრთხოდ დასვა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ilotma-samgzavro-laineri-dzlier-shtormshi-usafrtkhod-dasva [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-19 12:30:23 [post_modified_gmt] => 2018-10-19 08:30:23 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=94832 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [3] => WP_Post Object ( [ID] => 94850 [post_author] => 8 [post_date] => 2018-10-19 11:07:55 [post_date_gmt] => 2018-10-19 07:07:55 [post_content] => საქართველოს ნაკრებში მთავარ მწვრთნელად 19 სპეციალისტს უმუშავია. მათგან ყველაზე მეტი მატჩი ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩაატარა. ის ნაკრებში 2010 წელს მოვიდა და 2014 წლამდე დარჩა. ქეცბაიას ანგარიშზე 40 მატჩია: 13 მოგება, 9 ფრე და 18 წაგება. გამარჯვებების რაოდენობით, ქეცბაიასთან ერთად, ალექსანდრე ჩივაძე ლიდერობს, თუმცა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა 13 მოგება 35 მატჩიდან დააგროვა. რაც შეეხება ჩვენი გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, მას რეალური შანსი აქვს, რომ შედეგი გააუმჯობესოს: სლოვაკის ანგარიშზე ამჟამად 28 მატჩია, რომელთაგან გუნდმა 11 მოიგო და თუ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დარჩენილი ორი შეხვედრა ანდორისა და ყაზახეთის წინააღმდეგ გამარჯვებით დაასრულა, ვაისის ანგარიშზე 30 მატჩი და 13 მოგება იქნება. გარდა ამისა, ვლადიმირ ვაისი პირველი მწვრთნელია დავით ყიფიანის შემდეგ, რომელსაც დადებითი ბალანსი აქვს. 1997 წელს, ყიფიანის მეთაურობით, გუნდმა 4 მატჩი მოიგო და 2 წააგო, ვაისს კი 11 მოგება და 9 წაგება აქვს. [post_title] => ვაისი ქეცბაიას და ჩივაძეს ეჯიბრება: მალე სლოვაკი ყველაზე მეტს მოიგებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => vaisi-qecbaias-da-chivadzes-ejibreba-male-slovaki-yvelaze-mets-moigebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-19 11:07:55 [post_modified_gmt] => 2018-10-19 07:07:55 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=94850 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [4] => WP_Post Object ( [ID] => 94865 [post_author] => 17 [post_date] => 2018-10-19 11:35:22 [post_date_gmt] => 2018-10-19 07:35:22 [post_content] => პარკირების საათობრივი გადასახადი სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში – ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ისაუბრა.
„პარკირების ნაწილში ჩვენი მიზანია, რომ ქუჩები გამტარიანი გავხადოთ. რატომ ეს ორი რაიონი? – ძველი თბილისი ტურისტულად მიმზიდველია, ხოლო ვაკე-საბურთალო ძირითადად საოფისე ადგილებია.
როგორც „ფორტუნას“ სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, ეს გეგმა ჯერ დამუშავების პროცესშია და არც ქუჩებისა და არც გადასახადის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის. საბურთალოზე განიხილება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩები, ხოლო ძველ თბილისში საკრებულოდან ამაღლების ქუჩაზე არსებული ტერიტორია.
„მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის მფლებელებმა, შეამცირონ მათი გამოყენება და გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მას შემდეგ, რაც განვაახლებთ პარკს,“ – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.
[post_title] => ქუჩები, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება – მერიაში ორ რაიონზე მსჯელობენ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => quchebi-sadac-parkirebis-saatobrivi-gadasakhadi-dawesdeba-meriashi-or-raionze-msjeloben [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-19 11:35:22 [post_modified_gmt] => 2018-10-19 07:35:22 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=94865 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 5 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 94812 [post_author] => 17 [post_date] => 2018-10-18 14:41:54 [post_date_gmt] => 2018-10-18 10:41:54 [post_content] => დედაქალაქში სპეციალური შუქნიშნები განთავსდება, რომელიც ავტობუსს პრიორიტეტს მიანიჭებს, ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ ავტომობილებს. როგორც „ფორტუნას“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ცვლილებების მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტში ჩაყენება და ამის უფრო კომფორტულ სისტემად გარდაქმნაა. „მეორე პლანზე გადადის კერძო ავტომობილების ინტერესები, თუმცა ეს პრობლემად არ უნდა აღვიქვათ“ – განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ასეთი შუქნიშანი ბაგებში უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს. „ასეთი შუქნიშნები უნდა დავაყენოთ შარტავა-კოსტავაზე, ასევე, ეს შუქნიშნები გაკეთდება ისეთ ადგილებზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები იქნება, სპეციალური სისტემით დაინახავს ავტობუსი რამდენ წუთში მოუახლოვდება, მანამდე გადათვლის ნაკადებს, გააჩერებს და ავტობუსს გაატარებს. ასეთი შუქნიშანი იქნება ყველა ქუჩაზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლი იქნება,” – განაცხადა მუმლაძემ. სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტი კიდევ უფრო კომფორტული გახდება მას შემდგე, რაც მერიის მიერ დაანონსებული ახალი ავტობუსებით შეივსება და განახლდება ავტოპარკი, ასევე ქალაქში არსებული ბასლეინების რაოდენობა გაიზრდება. “ჩვენი მიზანია, კერძო ავტომობილების მფლობელებმა ყოველდღიური მოხმარებიდან ამოიღონ მანქანები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდნენ. ეს კარგი იქნება ეკოლოგიისთვისაც, საცობებისთვისაც და მათი ჯიბეებისთვისაც. თუმცა, ეს ყველაფერი ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ დაიწყება,” – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში. [post_title] => კერძო ავტომობილები მეორე პლანზე გადადის – ქალაქში ავტობუსებისთვის სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => kerdzo-avtomobilebi-meore-planze-gadadis-qalaqshi-avtobusebistvis-specialuri-shuqnishnebi-damontadjdeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-18 15:01:53 [post_modified_gmt] => 2018-10-18 11:01:53 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=94812 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 0 [max_num_pages] => 0 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => 1 [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 9946fb37f5d3c68c0fbf78941f810d8e [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )