live

აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე  – ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია, მწვავდება თუ არა ალერგია ვირუსული ინფექციის დროს, მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა, აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე  და რა დროს კეთდება ალერგიის საწინააღმდეგო აცრები  – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია და რა არის მისი ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები?

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რა არის სეზონური ალერგია და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. სეზონურ ალერგიას რამოდენიმე ისტორიული სახელი აქვს, ხშირად მას  ალერგიულ რინიტს ეძახიან, ასევე პოლინოზსა და თივის ცხელებას. მიზეზი თავად დასახელებიდან მომდინარეობს, სეზონური ალერგია ძირითადად მცენარეული, მტვრის მარცვლის მიმართ ალერგიით არის გამოწვეული.

საქართველოში, ევროპაში, მათ შორის ამერიკაშიც ძირითადად გამოყოფენ სამი მცენარეული სეზონის პერიოდს. პირველი ეს არის ზამთრის ბოლოდან გაზაფხულის შუა პერიოდამდე, ანუ აპრილის 15-20 რიცხვამდე, ხეებისა და მათი მცენარეული მარცვლის მიმართ ალერგია. ეს ხეებია მურყანი, კიპარისი, ჭადარი, თხმელა და ა.შ მეორე უნდა დავასახელოთ ბალახები და მარცვლოვანი კულტურები. ბალახებიდან ეს გახლავთ ყველასათვის კარგად ცნობილი ინგლისური კოინდარი, თივა ქასრა, ჭვავი, ქერი, შვრია, სიმინდის მტვერი. მათი ყვავილობა არის აპრილის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდამდე. ამის შემდეგ იწყება მესამე ყვავილობის პერიოდი, ეს გახლავთ მცენარეთა ნაირსახეობა, რომელსაც ბოტანიკოსები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცნობენ, როგორც სარეველა მცენარეებს. მათ შორის ყველაზე ძლიერი და აგრესიული ალერგენია ამბროზია, ასევე ავშანი, ბაბუაწვერა და მრავალძარღვა. ადამიანს, რომელსაც  აქვს ალერგია ამ მცენარეების მტვრის მარცვლის მიმართ, წელიწადის ამ დროს, ანუ აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის პერიოდში, უვლინდება ალერგიის სიმპტომები.

რაც შეეხება მცენარეების მიმართ ალერგიის სიმპტომებს და იმას, სად არის დარტყმის ძირითადი სამიზნე სეზონური ალერგიის დროს. უხშირესი გამოვლინება სეზონურ ალერგიას აქვს ალერგიული სურდოს სახით ანუ ცხვირის ლორწოვანის ალერგიული ანთება, იგივე ალერგიული რინიტი. სურდოს გარდა რინიტს ახასიათებს გამონადენი, ცხვირის ქავილი, ცემინება და რაც პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია, ცხვირის გაჭედილობა. თუ ალერგიის პროცესში ჩაერთო თვალის ლორწოვანი გარსი, ვითარდება ალერგიული კონიუქტივიტი, რაც გამოვლინდება თვალის სიწითლით, თვალის ძლიერი ქავილითა და ცრემლდენით. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვთ არაკონტროლირებადი სეზონური ალერგია, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ეს ალერგია ქვედა სასუნთქ გზებში ჩაენაცვლოთ. ანუ ქვედა სასუნთქი გზები ეს არის ბრონქიალური ხე. თუ მე სეზონური მცენარეული ალერგენების ყვავილობის დროს ქვედა სასაუნთქი გზების ანთება განმივითარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ხველა, სუნთქვის გაძნელება, ამოსუნთქვისას მსტვინავი ხასიათის სუნთქვა.  მე ახლა ჩამოვთვალე სეზონთან ასოცირებული ბრონქული ასთმის კლინიკური სიმპტომები. ამიტომაც  ვამბობთ, რომ სეზონური ალერგია ძალიან მნიშვნელოვანია, ის დროზე სადიაგნოსტიკოა, დროულად ამოსაცნობი და სამკურნალოა, რადგან მისი ყველაზე ხშირი გართულება არის ბრონქული ასთმის განვითარების რისკი. და მეორე, ერთ სეზონს შესაძლოა წლიდან წლამდე სხვა ახალი მცენარეების მიმართ მგრძნობელობაც დაემატოს და სეზონი ადამიანს გაუფართოვდეს. ანუ თუ ის რამდენიმე წელი მხოლოდ აპრილსა და მაისში ავადობს, შესაძლოა მეხუთე წლის თავზე მას არც აგვისტო-სექტემბერში ჰქონდეს სიმშვიდე. ამას პოლინოზის გეოგრაფიის არეალის გაფართოებას ვეძახით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორალური ალერგიის სინდრომი, ხშირად მას ეძახიან Polen Food სინდრომს ანუ მცენარისა და საკვების სინდრომი. ეს ნიშნავს, რომ როცა პაციენტს აქვს ალერგია ამბროზიის ყვავილის მიმართ, ამბროზიის ყვავილის მსგავსი მოლეკულური შენება აქვს ბანანს, კივსა და ავოკადოს. ამიტომ თუ ადამიანს აქვს ამბროზიის მტვერზე ალერგია და აგვისტო-სექტემბერში  და მას თვალის, ცხვირის ან ბრონქიალური სიმპტომები აწუხებს, შესაძლოა წლის ნებისმიერ დროს,  ბანანის, ანანასის ან ავოკადოს მირთმევისას დაემართოს იგივე რეაქცია. ან ამას დაემატოს ტუჩთან და ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები.

ალერგოლოგები ხშირად ვეხმარებით პაციენტებს, ჯვარედინი რეაქციების თავიდან აცილებაში. ანუ საუბარია ჯვარედინ მორეაგირე ალერგენებზე, როცა მცენარე და საკვები მსგავსი აგებულების გამო, ადამიანთან ერთნაირად რეაგირებენ.

 

მწვავდება თუ არა ალერგია ვირუსული ინფექციის დროს და რა გართულებას იწვევს ის?

სამედიცინო მტკიცებულებითი ხარისხის კვლევებით დადგენილია, რომ ალერგიული განწყობის მქონე ადამიანებს ინფექციური დაავადებები ორჯერ უფრო ხშირად ხვდებათ და დაახლოებით, ორნახევარჯერ უფრო ხანგრძლივად გრძელდება გამოჯანმრთელების პერიოდი. ცხადია ამათი კომორბიდობა და თანხვედრა არ არის სასურველი, რადგან ჩვენ ინფექცია და ალერგია ერთმანეთს დავუკავშირეთ, ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს გამოვეხმაურები.

პაციენტები ხშირად ინტერესდებიან, როგორ გავარჩიოთ სეზონური ალერგია გაციებისგან, რადგან სიმპტომები თითქმის იდენტურია. სეზონური ალერგია უხშირესად გვხვდება წინასასკოლო და სკოლის ასაკის ბავშვებში.

  • 2-3 წლამდე ასაკში სეზონური ალერგია ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკულად, არ გვხვდება. ეს იწყება დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან და თავის პიკს აღწევს 8-9-11-12 წლის ასაკში. ესეც ერთგვარი მინიშნებაა.
  • ტემპერატურული რეაქცია, რაც დამახასიათებელია ვირუსული ინფექციის დროს, ეს შესაძლოა იყოს 37.1– იც კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიისთვის ტემპერატურული რეაქცია დამახასიათებელი არ არის.
  • ცხვირიდან გამონადენი, ალერგიის დროს მეტად გვხვდება წყლისებური, მაშინ როდესაც გაციებისთვის დამახასიათებელია დასაწყისში გამჭვირვალე გამონადენი, რამდენიმე დღეში კი ის სქელდება, ბლანტი ხდება და ფერს იცვლის.
  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცემინების სიხშირე ალერგიული რინიტის დროს უფრო შეტევითია. ანუ მას ჩვენ ალერგიულ პაროქსიზმს ვეძახით. გაციების დროს ცემინებისას პაროქსიზმი არ გვხვდება.
  • ასევე ალერგიისთვის და განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში დამახასიათებელია ეგრეთწოდებული რბილი სასისა და მაგარი სასის ქავილი, ფხაჭნის შეგრძნება. ეს ცხადია, შესაძლოა, ინფექციისთვისაც იყოს დამახასიათებელი, მაგრამ მას ასეთი ხარისხის შემაწუხებლობა არ აქვს.
  • თუ 2-3 წლის მანძილზე, ერთსა და იმავე პერიოდში, დაწყებული გვიანი ზამთრიდან, შემდეგ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ატყობთ, რომ პაციენტს აქვს „გაციების“ სიმპტომები, უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი გაციება თვეების მანძილზე არ გრძელდება. ესაა ძირითადი მინიშნებები, მათი განგრძობადობა, განმეორებადობა და მცირედი ნიუანსები, რაც ალერგიის ამოცნობაში დაგვეხმარება.

თუ შესაბამისმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საქმე ალერგიასთან გვაქვს, რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს. მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა ან როგორ მოვარიდოთ ის თუნდაც მტვერს, რომელიც ყველგანაა?

ალერგიის მართვა და მისგან საბოლოოდ განკურნება საკმაოდ რთულია, მაგრამ დღეს თანამედროვე მედიცინაში ალერგია კონტროლს ექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ცხოვრების ხარისხი არ გავიუარესოთ და სახლიდან შორს გულის ფანცქალით არ ვიაროთ, ანუ შესაძლებელია ყველაფერი დალაგდეს ექიმთან შეთანხმებით, შესაბამისი აფთიაქის მომზადებითა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით. რაც შეეხება ალერგიასთან ბრძოლას, ამ მოვლენას ჩვენ ალერგოლოგები ელიმინაციას ვეძახით. ანუ ალერგენებთან კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან არიდება. არსებობს ელიმინაციის სხვადასხვა ფორმები და რადგან თქვენ მტვერიც და მცენარეც ახსენეთ, მოდით გამოვყოფ ცალ-ცალკე. სეზონური ალერგიის დროს მთავარი ელიმინაციური ღონისძიება გახლავთ ის, რომ მზიან და ქარიან ამინდში, როდესაც ადამიანს აქვს დადასტურებული ალერგია მცენარეული მტვრის მიმართ, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს გარეთ სიარულს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ საბავშვო ბაღებსა და ჯგუფებში, სადაც დადასტურებულია ალერგიის შემთხვევა, აღმზრდელს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ ამ დროს ბავშვის გასეირნება და ბუნებასთან კონტაქტი არ შეიძლება. ეს მისთვის შესაძლოა ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. მე მახსენდება პრაქტიკიდან ჩემი პაციენტის შემთხვევა. სკოლის მოსწავლე, რომელსაც ჰქონდა სეზონური ალერგია და ცხადია, სიტუაცია კონტროლზე იყო. ოჯახი შიდა ქართლში ცხოვრობს და მოხდა ისე, რომ ბავშვმა ერთ-ერთი ექსკურსიის დროს მთელი დღე გაატარა მინდორში. აგროვა ყვავილები, მთელი დღე იყო ბუნებაში და სამწუხაროდ მოხდა გართულება, ანუ მის ორგანიზმში და ბრონქიალურ ხეში მოხვდა ძალიან დიდი ოდენობით მცენარეული მტვრის ალერგენები. მას განუვითარდა უმძიმესი ბრონქოსპაზმი , იმავე საღამოს ის მოხვდა იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში, რამოდენიმე დღე მან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გაატარა და ცხადია მე ძალიან განვიცადე, როდესაც მშობელმა შემატყობინა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სეზონური ალერგიის მქონე ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ  ბუნებასთან კონტაქტს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, ძალიან საშიშია სეზონური ალერგიის დროს მინდორში და ღია სივრცეში თამაში. მაგალითად რაც უფრო ფართო ფოთლოვანია ტყე, ეს ფოთლები ასრულებენ ბუნებრივი ფილტრის როლს. მცენარეული მტვერი ამ ფოთლებზეა დალექილი და შესაძლოა ამ ტყეში ადამიანი, რომელიც ქვემოთაა საერთოდ არ შეაწუხოს ალერგიამ. ასევე ბუნებრივი ფილტრის როლს თამაშობს ზღვა და წყლის დიდი სივრცე. ამიტომ სეზონური ალერგიის დროს ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს, რომ ზღვის კლიმატი ყველაზე კარგია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როცა საუბარია სასკოლო ავტობუსებზე, აუცილებლად გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სეზონური ალერგიის მქონე ბავშვებისთვის ტრანსპორტირების პერიოდში ფანჯრები უნდა იყოს ამოწეული. ჩამოწეული ფანჯრით, მაღალი ან საშუალო სიჩქარით გადაადგილება უზრუნველყოფს დახურულ სივრცეში დიდი რაოდენობით მტვრის დაგროვებას, რაც შესაძლოა ბავშვისთვის მთელი დღის მანძილზე გართულების საფუძველი გახდეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს, სადაც მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობთ, ქალბატონ მაია გოთუას ხელმძღვანელობით, გვაქვს საიტი, სადაც ხელმისაწვდომია მტვრის მარცვლის ყოველკვირეული მონიტორინგი. ამას ყოველკვირეულად ამინდის პროგნოზის მსგავსად ვაწვდით ადამიანებს, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა და ამ ინფორმაციას ამინდის პროგნოზთან ერთადაც აცხადებენ.

ახლა რაც შეეხება ოთახის მტვერსა და მასში არსებულ ტკიპას. ოთახის მტვერს მაქსიმალურად ვებრძვით სახლის პირობებში, შეძლებისდაგვარად საუკეთესო მტვერსასრუტით, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებით, სილიკონის თანამდროვე ლეიბებით. ელიმინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი და გადამწყვეტი ცხადია, არ არის.

რაც შეეხება კურორტოთერაპიას…

აქ მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც სეზონური ალერგიების არსებობისას ვიცით, რომ თბილისის პირობებში თქვენი სეზონი მაისია, ზღვის დონიდან 700-800 და მეტი სიმაღლეზე სეზონური ყვავილობა დაახლოებით თვე, თვენახევრით გვიან იწყება. ამიტომ მთაში წასვლის სეზონს უნდა დავამთხვიოთ ისე, რომ აქ დამთავრებული სეზონი იქ დაწყებული არ დაგვხვდეს. როდესაც მეკითხებიან, სად ჯობს დასვენება მტვრის ალერგიის შემთხვევაში, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს არის ზღვის დონიდან 1350 ან 1400 მეტრი სიმაღლის ადგილი, რადგან აქ ოთახის მტვრისთვის არასასურველი გარემოა.  ეს გახლავთ მაღალმთიანი საქართველოს კურორტები. მაგალითად იგივე ბაკურიანი, აბასთუმანი, ცემი, შოვი, ბახმარო , სადაც შეუძლიათ მტვრის ალერგიის მქონე ადამიანებმა დაისვენონ.

ყვავილობა მაისში, ეს ის პერიოდია, როდესაც მშობლებს ხშირად ურჩევენ ზედა თუ ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვები წაიყვანონ იქ , სადაც ყვავილობა მკვეთრად გამოხატულია. რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს?

ამ კითხვას მშობლები ძალიან ხშირად სვამენ, წავიდეთ თუ არა ყვავილობის დროს დასასვენებლად. ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს, რომელიც წინასწარი შეფასების გარეშე წასულა ყვავილობის სეზონზე ანუ მაშინ, როდესაც მცენარის მარცვლის მტვერი მაქსიმალურად იფრქვევა და უკან გამობრუნებულა რამოდენიმე დღის შემდეგ.  აღმოჩნდა, რომ ბავშვს აქვს  სწორედ იმ მცენარეების ალერგია, რომლის ყვავილობის დროსაც ის წავიყვანეთ კურორტზე. რათქმაუდნდა ეს გაუმართლებელია, ბავშვი დადგა რისკის ქვეშ, მას იქ კლინიკური სიმპტომატიკა გაურთულდა, განვითარდა ძლიერი ხველა, ბრონქოსპაზმი და ა.შ. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ალერგია არ გვაქს, სამედიცინო მტკიცებულებითი კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ მცენარეების გამოფრქვევას სასუნთქი სისტემისთვის რაიმე გამაჯანსაღებელი თვისება აქვს, ჩვენ მედიცინაში არ გაგვაჩნია.

ალერგიის საწინააღმდეგო აცრები, რა ტიპის ალერგიის მქონე ადამიანებისთვისაა ის განკუთვნილი და როდის დგება ამ აცრების ჩატარების აუცილებლობა?

როდესაც ვსაუბრობთ სეზონურ ალერგიაზე, არსებობს ორი გზა. პირველი ესაა ფარმაკოთერაპია, ანუ წამლის გამოყენებით მკურნალობა და მეორე, არის გრძელვადიანი და უფრო სტაბილური განკურნება, როდესაც შესაძლებელი არის აღმოჩენილი ალერგენის მიმართ აცრის გაკეთება ანუ იმუნოთერაპია. დესენსიბილიზაცია, მგრძნობელობის დაკარგვა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. საწყის ეტაპზე, ჩვენ მივმართავთ მკურნალობის ორივე  მეთოდს. ფარმაკოთერაპიას მივმართვათ ყველა ადამიანთან, ვისაც კლინიკურად ეს აწუხებს, წამლების არსენალი დღეს ალერგოლოგიას და ზოგადად მედიცინას, ბევრი აქვს.

ვის ეკუთვნის ეს აცრა ანუ შეგუება ალერგენებზე და რა ასაკიდან კეთდება ის?

დადგენილი სამედიცინო ჩვენებით და კვლევებით, ალერგიული დესენსიბილიზაცია კეთდება 6 წლის ასაკიდან.

ვის უნდა ჩაუტარდეს ის? – მე დავყოფდი პაციენტებს სამ კატეგორიად. პირველი, როდესაც ვუმკუნალეთ პაციენტს, ის კარგად გახდება და შესაძლოა ეს მკურნალობა მისთვის საკმარისი აღმოჩნდეს და მას შესაძლოა, არ უღირდეს სამი წელი აცრის კეთება. ამიტომ ხშირად ასეთი პაციენტი მოცდის რეჟიმს ამჯობინებს. ამ შემთხვევაში მე მივყვები მათ ლოგიკას და რადგან პაციენტს არ აქვს ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა, მსუბუქი რინიტი, ჩვენ მივდივართ ამ სქემით. მეორე კატეგორია პაციენტის, როდესაც მკურნალობა წამალს ემორჩილება, მაგრამ წამლის შეწყვეტისთანავე ის ამბობს, რომ სიმპტომები რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნდა. გამოდის, რომ მას წამალი უფრო ხანგრძლივად სჭირდება. და მესამე კატეგორია პაციენტების, როდესაც მას აძლევ წამალს, ხანდახან აძლიერებ პრეპარატს და ის ამბობს, რომ ბოლომდე სიმპტომები მაინც არ არის ალაგებული.  აი მეორე და მესამე კატეგორიის პაციენტებს ჩვენ შეგვიძლია დამნაშავე ალერგენებზე შევთავაზოთ აცრის გაკეთება. ეს იმუნოთერაპია ძალია დიდი ხნის ისტორიის მატარებელია. ის თავის დაბადების თარიღს 1906 წლიდან ითვლის ანუ 106 წლის მეთოდია. დადასტურებულია, რომ მას აქვს მაღალი თერაპიული ეფექტი და ადამიანებს მცენარეებთან მიმართებაში აცრის შემთხვევაში თითქმის 90 პროცენტი ეფექტურობა აღენიშნებათ.

ხშირად მეკითხებიან, მოქმედებს თუ არა აცრა მალევე და ნიშნავს თუ არა ის, რომ სამი წლის მანძილზე და მას არაფერი შეაწუხებს, ან შევწყვეტთ თუ რა წამლების მიღებას აცრების გაკეთებისთანავე. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ამ აცრას აქვს თავისი სქემა და ის აღმავალი დოზებით კეთდება, შესაძლებელია დასაწყის თვეებში სამკურნალო პრეპარატების გაძლიერებაც მოგვიწიოს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მიღებული შედეგი ძალიან სტაბილურია. ძირითადი სამედიცინო კვლევებით დადასტურდა რომ, 3 წლის შემდეგ, თითქმის 13-15 წელი პაციენტი თავისუფალია სეზონური თუ არასეზონური ალერგიის ფორმისგან. ეს აცრა ყველა ალერგიული დაავადებების დროს არ გამოიყენება, მხოლოდ სეზონური და არასეზონური რინიტის და ალერგენით განპირობებული ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.

გადაცემის ლაივი

გადაცემის ჩანაწერი

22 მარტი, 2018

image
WP_Query Object ( [query] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) ) [query_vars] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) [error] => [m] => [p] => 0 [post_parent] => [subpost] => [subpost_id] => [attachment] => [attachment_id] => 0 [name] => [static] => [pagename] => [page_id] => 0 [second] => [minute] => [hour] => [day] => 0 [monthnum] => 0 [year] => 0 [w] => 0 [category_name] => [tag] => [cat] => [tag_id] => [author] => [author_name] => [feed] => [tb] => [paged] => 0 [meta_value] => [preview] => [s] => [sentence] => [title] => [fields] => [menu_order] => [embed] => [category__in] => Array ( ) [category__not_in] => Array ( ) [category__and] => Array ( ) [post__in] => Array ( ) [post__not_in] => Array ( ) [post_name__in] => Array ( ) [tag__in] => Array ( ) [tag__not_in] => Array ( ) [tag__and] => Array ( ) [tag_slug__in] => Array ( ) [tag_slug__and] => Array ( ) [post_parent__in] => Array ( ) [post_parent__not_in] => Array ( ) [author__in] => Array ( ) [author__not_in] => Array ( ) [suppress_filters] => [cache_results] => 1 [update_post_term_cache] => 1 [lazy_load_term_meta] => 1 [update_post_meta_cache] => 1 [posts_per_page] => 5 [nopaging] => [comments_per_page] => 50 ) [tax_query] => WP_Tax_Query Object ( [queries] => Array ( ) [relation] => AND [table_aliases:protected] => Array ( ) [queried_terms] => Array ( ) [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID ) [meta_query] => WP_Meta_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [key] => post_views_count ) [relation] => OR ) [relation] => AND [meta_table] => gvz0e_postmeta [meta_id_column] => post_id [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID [table_aliases:protected] => Array ( [0] => gvz0e_postmeta ) [clauses:protected] => Array ( [gvz0e_postmeta] => Array ( [key] => post_views_count [compare] => = [alias] => gvz0e_postmeta [cast] => CHAR ) ) [has_or_relation:protected] => ) [date_query] => WP_Date_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [relation] => AND [column] => gvz0e_posts.post_date [compare] => = [time_keys] => Array ( [0] => after [1] => before [2] => year [3] => month [4] => monthnum [5] => week [6] => w [7] => dayofyear [8] => day [9] => dayofweek [10] => dayofweek_iso [11] => hour [12] => minute [13] => second ) ) [request] => SELECT gvz0e_posts.ID FROM gvz0e_posts INNER JOIN gvz0e_postmeta ON ( gvz0e_posts.ID = gvz0e_postmeta.post_id ) WHERE 1=1 AND ( gvz0e_posts.post_date > '2018-09-21 15:21:48' ) AND ( gvz0e_postmeta.meta_key = 'post_views_count' ) AND gvz0e_posts.post_type IN ('post', 'gadacema') AND ((gvz0e_posts.post_status = 'publish')) GROUP BY gvz0e_posts.ID ORDER BY gvz0e_postmeta.meta_value+0 DESC LIMIT 0, 5 [posts] => Array ( [0] => WP_Post Object ( [ID] => 93289 [post_author] => 17 [post_date] => 2018-09-24 10:30:46 [post_date_gmt] => 2018-09-24 06:30:46 [post_content] => ირლანდიელი პილოტი საფრენ ბილიკს მიუახლოვდა, თუმცა ბოლო მომენტში თვითმფრინავის დასმა გადაიფიქრა. შემთხვევა დუბლინის აეროპორტში მოხდა. Ryanair–ის ლაინერი ბრიუსელიდან მოფრინავდა და დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევა ძლიერი ქარისა და შტორმის გამო ვეღარ შეძლო. როგორც თვითმხილველთა მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, ხომალდი დაშვებას ცდილობდა, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად უკან დაიხია და ფრენა განაგრძო. მოგვიანებით ყველაფერი მოგვარდა, თვითმფრინავი დაჯდა და შემთხვევას მსხვერპლიც არ მოყოლია, თუმცა მანამდე მგზავრებს ნამდვილი კოშმარის გადატანა მოუხდათ.   [post_title] => პილოტი საფრენ ბილიკს მიუახლოვდა, თუმცა ბოლო მომენტში თვითმფრინავის დასმა გადაიფიქრა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => piloti-safren-biliks-miuakhlovda-tumca-bolo-momentshi-tvitmfrinavis-dasma-gadaifiqra [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-24 10:31:28 [post_modified_gmt] => 2018-09-24 06:31:28 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=93289 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 93343 [post_author] => 10 [post_date] => 2018-09-24 14:13:55 [post_date_gmt] => 2018-09-24 10:13:55 [post_content] => მიხეილ ცაგარელის კვირის (24-30 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ვერძი - წინა კვირასთან შედარებით ბევრად იღბლიანი კვირაა. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. გაიცნობთ ახალ და საინტერესო ადამიანებს, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. მეტად სასიკეთო პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად და სამსახურის მოსაძიებლად, სასიყვარულო პარტნიორთან უსიამოვნებების მოსაგვარებლად და ოჯახის შესაქმნელად. თუმცა, არაა გამორიცხული სასურველი ცვლილებების სასარგებლოდ, საკუთარი პრინციპების და ზოგჯერ პოზიციების დათმობაც მოგიწიოთ. კურო - საკმაოდ ენერგიული, ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და ყველა საქმის ბოლომდე მიყვანას, თუმცა, მოგიწევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და სხვა სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად. ტყუპები - მზე მონათესავე სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია, რაც თქვენს საერთო განწყობაზეც პოზიტიურად აისახება. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ჩვეული კომუნიკაბელურობა და შარმი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ ახალი კონტაქტების დამყარებასა და საინტერესო ნაცნობების შეძენაში. კარგი პერიოდია ცვლილებების განსახორციელებლად და პირველ რიგში საკუთარი გარეგნობის შესაცვლელად, სამოგზაუროდ წასასვლელად და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, რომანტიკულ თავგადასავლებში ჩასაბმელად და ნამდვილი სიყვარულის მოსაძიებლად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კირჩხიბი - საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მთავარია ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ ახლობლებთან, რადგან სწორედ ისინი გააძლიერებენ თქვენს თვითრწმენას და შეგძენენ მეტი უსაფრთხოების შეგრძნებას. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა, იძულებული გახდებით იმოქმედოთ ფრთხილად, რადგან ნაკლებად სასიკეთო პერიოდია იდეების განსახორციელებლად ან ახალი საქმის დასაწყებად. ლომი - ნაყოფიერი, მეტად იღბლიანი კვირაა. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ახალი და საინტერესო ნაცნობების შეძენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი და შემოქმედებითი კონტაქტების გასაფართოვებლად. სამსახურში მიმდინარე ცვლილებები კი, ხელს შეუწყობენ თქვენს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. მთავარია, იმოქმედოთ აქტიურად და აუცილებლად ისარგებლოდ ყველა პოზიტიური შესაძლებლობით. ქალწული - მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა, რადგან მართალია გარკვეული სირთულეები შეგექმნებათ იდეების განხორციელებისას, მაგრამ მიღწეული შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩებით. კარგი პერიოდია გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან შემოსავლის ახალი წყარო. იმოქმედეთ თამამად, თუმცა ფრთხილად, არ აჰყვეთ ილუზიებს და შეინარჩუნეთ ობიექტურობა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. სასწორი - მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირაც პოზიტიური, მეტად იღბლიანი იქნება. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, პოპულარობის მოიპოვებას და გავლენის სფეროების გაფართოვებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ლიდერული თვისებების გამოსავლენად და სერიოზულ პროექტებზე პასუხისმგებლობის ასაღებად, ახალი მიზნების დასასახად და განსახორციელებლად, სასიყვარულო პარტნიორთან უსიამოვნების გასარკვევად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მორიელი - ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის განმავლობაში, რადგან სრულდება განვითარების ერთწლიანი ციკლი, ახალი კი, 23 ოქტომბრიდან დაიწყება. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. ეცადეთ არ აჰყვეთ ნეგატიურ ემოციებს და სირთულეების მიუხედავად მაინც შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი. თამამად დასახეთ სამომავლო გეგმები, თუმცა მათი განხორციელებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეთ. ეცადეთ ზედმეტად არ გადაიღალოთ, შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. მშვილდოსანი - ჰარმონიული, მეტად პოზიტიური კვირაა. მოიმატებს თვითრწმენა, შეძლებთ მიზნების სწორად დასახვას და სასურველი შედეგის მარტივად მიღწევას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად და ახალი ნაცნობების შესაძენად, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახლობლებთან ძველი უსიამოვნებების მოსაგვარებლად და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად. თხის რქა - პოზიტიური, მეტად ნაყოფიერი კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ  ყველა პრობლემებას მაინც მარტივად დაძლევთ. კარგი პერიოდია კარიერული განვითარებისთვის, მთავარია გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და გამოავლინოთ ყველა საუკეთესო თვისება, ყურადღებით მიადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შანსი. არაა გამორიცხული მოიძიოთ მეტად სანდო და საიმედო პარტნიორები, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს იდეებს. მერწყული - მეტად სასკეთო კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, ძველი საქმეების დასასრულებას და ახალი იდეების განსახორციელებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და საინტერესო ადამიანების გასაცნობად, ახალი ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის შესაძენად, გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თევზები - სულიერი ტრანსფორმაციის კვირაა. შეგექმნებათ გარკვეული სირთულეები, რადგან მოგიწევთ წარსულთან დამშვიდობება და ძველი კავშირების გაწყვეტა, თუმცა პოზიტიური განწყობის შენარჩუნების შემთხვევაში ბევრად მარტივად შეხვდებით სიახლეებს და სწრაფად შეეგუებით ცვლილებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კარგი პერიოდია შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად, ახალი პროექტის დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გეომაგნიტური დღეები - 25, 26, 27 და 30 სექტემბერი. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/09/KVIRIS-1.mp3"][/audio] [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/09/KVIRIS-2.mp3"][/audio] [post_title] => მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => mikheil-cagarelis-kviris-zogadi-astrologiuri-prognozi-zodiaqos-nishnebistvis-8 [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-24 14:14:22 [post_modified_gmt] => 2018-09-24 10:14:22 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=93343 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 93334 [post_author] => 10 [post_date] => 2018-09-24 11:18:20 [post_date_gmt] => 2018-09-24 07:18:20 [post_content] => გუშინ, თბილისში შემოსასვლელ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. მოქალაქეები, რომლებიც გაუთვალისწინებლად, რამდენიმესაათიან და კილომეტრიან საცობში უძრავად იდგნენ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, რადგან საცობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ იყო. ეკატერინე ნონიაშვილი, იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საცობში მყოფებს ჰქონდათ. მისი თქმით, მათთან ერთად უძრავად იდგა რეანომობილი მომაკვდავი პაციენტით, ტურისტები, რომელთაც გაფრენამდე 3 საათი ჰქონდათ დარჩენილი, მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი და ა.შ.
“წუხელ ტელეფონი დამიჯდა, ცხელი ზონიდან რომ დამეპოსტა, კიდევ კარგი, თორემ ჩემ უარეს (უწმაწურ) მხარეს გაიცნობდით, ახლა ცოტა გადამიარა.... თქვე მამაცხონებულებო, თქვე არასწორებო, თქვენი დაგეგმილი, შეკეთებული და აშენებული რო არ გაიშვა, კვირა დღეს, მთელი რაიონი, სოფელი დედაქალაქისკენ რომ მოედინება (თავის გადასარჩენად), ასეთი კოშმარი როგორ უნდა მოუწყო ხალხს... უძრავად თითქმის 3 საათი სადღაც ძეგვთან ვყმუოდით: მე და ჩემები რთველმოლეულნი სამშობლოდან, ჩემ წინ რეანიმობილი მომაკვდავი პაციენტით და უკან მისი ოჯახის წევრები, მათი უბედურების ფონზე რაღა მოსატანია, მაგრამ გვერდით რუსი ტურისტები ფრენამდე 3 საათი რომ ქონდათ დარჩენილი, უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი, მშიერი, მწყურვალი, გახეთქვამდე მისული შარდის ბუშტი და ნერვებახეთქილი მამრი, (არც მდედრები ვაკლებდით მოკითხვებს).... ჰოდა, გაგებით მოვეკიდებოდით თქვე ჩვენი ცოდვით სავსენო ქვეყნის აღმშენებლობას, ამბავი მაინც რომ მოგეწვდინათ, ერთი პატრული გამოგეგზავნათ მოტოთი (მანქანით გაწვალდებოდა), თავში, ბოლოში ბოდიში მოგეხადათ შექმნილი უხერხულობისთვის, მაგრამ თქვენც არ ელოდით ხო?... ხოდა, დაუძახეთ პროფესიონალებს და ისწავლეთ აწი რისკების აწონ-დაწონვა მერე რომ არ გვახოცინოთ ერთმანეთი და არკვიოთ "ვინ დაიწყო ომი"... არადა, 5 წუთი დააკლდა, გაისროდა ის თვითმარეგულირებელი ჯიპიანი ბიჭი და მოწმეებადაც არ ვივარგებდით არც ერთი... არ ვიცი, როგორ დამთავრდა პაციენტის ისტორია, კიდევ ბევრი ისტორია, ჩვენი ხელისუფალისთვის მხოლოდ სტატისტიკა რომაა.... და რამდენიცალი მანქანა ვიდექითო, რაო შსს-მ?....” - წერს ეკატერინე ნონიაშვილი.
პრობლემაზე წერდა გუშინ ეკა გიგაურიც. მისი თქმით, გზაზე პატრულიც არ იყო, და მანქანები მოპირდაპირე მხარესაც მოძრაობდნენ.
"ბულაჩაურიდან მოვდივარ სამი საათია საცობში ვარ გაჩერებული. დასავლეთის გზაზე როგორც ამბობენ კასპიდან იწყება საცობი. არც პატრული ჩანს გზაზე და ეს მანქანებიც უკვე ოთხ რიგად დაეწყო და მოპირდაპირე მხარესაც დაიწყეს მოძრაობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვხედეთ !" - წერს ეკა გიგაური.
  თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის საავტომობილო გზის რამ­დე­ნი­მე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ დრომდე პარალიზებულია. მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა მცხე­თის ხიდ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ს უკავშირდება. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 25-ე კმ-ზე არ­სე­ბულ ხიდ­ზე, ხი­დე­ბის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის ფარ­გლებ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ცალ­ხმრი­ვად შე­ზღუ­დუ­ლია. მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, 10-12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­რულ­დე­ბა. [post_title] => “წინ რეანიმობილი მომაკვდავი პაციენტით, უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი” – რა ხდებოდა საცობში, თბილისისკენ მომავალ გზაზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => win-reanimobili-momakvdavi-pacientit-uamravi-mcirewlovani-bavshvi-orsuli-qali-ra-khdeboda-sacobshi-tbilisisken-momaval-gzaze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-24 11:18:20 [post_modified_gmt] => 2018-09-24 07:18:20 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=93334 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [3] => WP_Post Object ( [ID] => 93312 [post_author] => 8 [post_date] => 2018-09-24 10:28:35 [post_date_gmt] => 2018-09-24 06:28:35 [post_content] => საქართველოში საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. „ბლექ სი არენაში“ საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც ცნობილი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ. „უკანასკნელი თვეების მანძილზე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიდე-სთვის ახალი ეპოქა დადგება. ქართველმა ორგანიზატორებმა ამ მიზანთან მისაახლოებლად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს“, - ამის შესახებ ფიდე-ს პრეზიდენტის პირველმა მოადგილე გეორგიუს მაკროპულოსმა 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის გახსნაზე განაცხადა. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გახსნის არაჩვეულებრივ ცერემონიას გილოცავთ! დარწმუნებული ვარ, საორგანიზაციო კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ მივიღოთ. ცერემონია გალა კონცერტით დასრულდა, რომელზეც ცნობილი ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები გამოვიდნენ. ოლიმპიადის საშეჯიბრო ნაწილი დღეიდან დაიწყება. 6 ოქტომბრამდე, ბათუმში, 190 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისთვის იბრძოლებს. ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში ფიდე-ს 89-ე კონგრესიც გაიმართება, რომელზეც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ. ოლიმპიადის დასრულებისას, 5 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ლაშა ტალახაძე, ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი – 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან, ხოლო კუ „ბათუსა“ საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმაა. დამოუკიდებელი საქართველო ოთხი ოლიმპიადის გამარჯვებულია. ბათუმში კი მსოფლიო და ევროპული დონის ტურნირები უკვე 20 წელია იმართება. [post_title] => საჭადრაკო ოლიმპიადა ლამაზად გაიხსნა: ბათუმი დღეიდან იწყებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sachadrako-olimpiada-lamazad-gaikhsna-batumi-dgheidan-iwyebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-24 10:28:35 [post_modified_gmt] => 2018-09-24 06:28:35 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=93312 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [4] => WP_Post Object ( [ID] => 93326 [post_author] => 10 [post_date] => 2018-09-24 10:54:24 [post_date_gmt] => 2018-09-24 06:54:24 [post_content] => ბათუმი ფოთის ავტობანზე გავლა საშიშია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თაკო ვალიშვილი წერს. მისი თქმით, 55 ჯილომეტრიანი ახალი გზა, განათების გარეშე გაიხსნა, რად გადაადგილების უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს. „მახსოვს ასეთი პოსტი ადრეც დავდე! ქუთაისის ავტობანს ეხებოდა! იმდენად საშიში იყო განათების გარეშე ის გზა, ყოველ წამს საფრთხის წინაშე ვიყავით! ახლაც იგივეს ვწერ, უკვე ბათუმი ფოთის ახალ ავტობანზე, თუმცა უკვე გამოვაღწიეთ მე ჩემმა ქმარმა და 10 თვის ანამ საშიში და ბნელი 55 კმ.იანი გზიდან და აღარ ინერვიულოთ! განათებული ბლექ სი არენადან გიზიარებთ დარდს! წინა პოსტის დროს მეგონა პირველი სამუშაოა, გამოუცდელები არიან, ეჩქარებათ და ალბათ ამიტომ გახსნეს განათების გარეშეთქო! თუმცა, როგორც ჩანს არაპროფესიონალიზმი, ზედაპირული მიდგომა საქმისადმი, საკუთარი მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება და ტრიპაჩი, რომ რამე ახალს ვაკეთებთ ქართველების კარმაა! როგორც ყვითელი ავტობუსების პროტესტზე ,,შემომივარდა” ვიღაც კომენტარებში და მითხრა, გვაცადეთ ბატონო 2017 წლის იანვრამდე - სულ ახალი მერსედესებით ჩანაცვლდება ეს ,,კიბო” ტრანსპორტიო და აღარ ვიცი მერამდენე წელია ვიწამლებით, ასე უმნიშვნელოვანესი მარშრუტის გახსნა მთავარი-განათების გარეშე სასაკლაოს ახალი ფორმაა! საერთოდ ვინ მოგცათ უფლება, ასე მოექცეთ საკუთარ მოქალაქეებს?! სად გინახავთ ავტობანი განათების გარეშე? დააწერეთ მაინც რომ არ არის განათება, მთვარე იყოს თქვენი მფარველიო და ჩვენ გადავწყვიტავთ, გვინდა თუ არა ასე მგზავრობა! როდემდე შეიძლება არ გვქონდეს პარკები, ვახმობდეთ უთვალავ ხეს, ვხსნიდეთ სიკვდილის ავტობანებს, დავდიოდეთ და ვაფრქვევდეთ ტყვიას რომელსაც 1 მეტრის სიმაღლეზე ჩვენი შვილები სუნთქავენ! გავიდა სისხლიანი 9 წლის მერე 6 - და მე მგონი დროა სწორი პრიორიტეტები გქონდეთ!“ -წერს თაკო ვალიშვილი. [video width="400" height="224" mp4="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/09/42437851_1092409740921523_3314476023814291456_n.mp4"][/video] [post_title] => “სასაკლაოს ახალი ფორმაა! – უმნიშვნელოვანესი მარშრუტის გახსნა განათების გარეშე “ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sasaklaos-akhali-formaa-umnishvnelovanesi-marshrutis-gakhsna-ganatebis-gareshe [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-24 10:55:15 [post_modified_gmt] => 2018-09-24 06:55:15 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=93326 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 5 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 93289 [post_author] => 17 [post_date] => 2018-09-24 10:30:46 [post_date_gmt] => 2018-09-24 06:30:46 [post_content] => ირლანდიელი პილოტი საფრენ ბილიკს მიუახლოვდა, თუმცა ბოლო მომენტში თვითმფრინავის დასმა გადაიფიქრა. შემთხვევა დუბლინის აეროპორტში მოხდა. Ryanair–ის ლაინერი ბრიუსელიდან მოფრინავდა და დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევა ძლიერი ქარისა და შტორმის გამო ვეღარ შეძლო. როგორც თვითმხილველთა მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, ხომალდი დაშვებას ცდილობდა, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად უკან დაიხია და ფრენა განაგრძო. მოგვიანებით ყველაფერი მოგვარდა, თვითმფრინავი დაჯდა და შემთხვევას მსხვერპლიც არ მოყოლია, თუმცა მანამდე მგზავრებს ნამდვილი კოშმარის გადატანა მოუხდათ.   [post_title] => პილოტი საფრენ ბილიკს მიუახლოვდა, თუმცა ბოლო მომენტში თვითმფრინავის დასმა გადაიფიქრა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => piloti-safren-biliks-miuakhlovda-tumca-bolo-momentshi-tvitmfrinavis-dasma-gadaifiqra [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-24 10:31:28 [post_modified_gmt] => 2018-09-24 06:31:28 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=93289 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 0 [max_num_pages] => 0 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => 1 [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 9946fb37f5d3c68c0fbf78941f810d8e [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )