live

ეკა უბერი: ხშირი ავადობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს დაბალი იმუნიტეტი აქვს

ეკა უბერი: ხშირი ავადობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს დაბალი იმუნიტეტი აქვს

22 ნოემბერს გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორი, პედიატრი ეკა უბერი სტუმრობდა, რომელმაც ბავშვების ხშირი ავადობის მიზეზებზე ისაუბრა.

არსებობს თუ არა კონკრეტული რეკომენდაცია, რომელმაც შესაძლოა ავადობა შეამციროს, ნიშნავს თუ არა ეს დაბალ იმუნიტეტს, რატომ ავადობენ ბაღის ბავშვები ასე ხშირად და რა უნდა გაითვალისწინოთ ხშირად მოავადე ბავშვების მშობლებმა – სეზონის აქტუალური თემები გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“.

– ქალბატონო ეკა, რატომ განსხვავდებიან ბავშვები ასე ძალიან ერთმანეთისგან, ზოგიერთი არასდროს ხდება ავად ვირუსების სეზონზე, ზოგი კი პირიქით, მუდმივად ავადმყოფობს და მშობლებიც ხშირად გამოთქვამენ საკუთარ წუხილს. საინტერესოა, რატომ ავადობს ბავშვთა ერთი კატეგორია ხშირად, მეორე კი, ნაკლებად?

– ბავშვის ხშირი ავადობა, პედიატრთან მომართვიანობის ყველაზე გავრცელებული ჩივილია. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ხშირად მოავადე ბავშვი“ ძალიან ბევრი პრობლემას აერთიანებს საკუთარ თავში.  ხშირად მოავადე ბავშვები ოთხ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ხშირი მოავადეები რესპირატორული ანუ სასუნთქი სისტემის მხრივ – ესაა პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები, რომლებიც ხშირ მოავადეთა 50%-ზე მეტს შეადგენენ; ბავშვები, რომელთაც ატოპიური დაავადებები აწუხებთ და ამის ფონზე რესპირატორული ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებები უფრო ურთულდებათ და შესაბამისად უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს; პირველადი თუ მეორადი იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვები და ბავშვები, რომელთაც სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ და სწორედ ამ ქრონიკული დაავადების ფონზე უვითარდებათ ხშირი ავადობის სინდრომი ანუ ე.წ. რეკურენტული სასუნთქი გზების ინფექციები. ექიმის ძირითადი დანიშნულება პაციენტის იდენტიფიცირებაა აღნიშნული ჯგუფების მიხედვით და განსაზღვრა თუ როგორ უნდა მოხდეს რეკურენტული ინფექციების განვითარების და ავადობის რისკის შემცირება. გამომდინარე აქედან, არ გამოგვადგება ზოგადი რჩევები, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია ანამნეზის, ლაბორატორიული მონაცემების, ოჯახის ანამნეზის შეფასება და მხოლოდ შემდეგ რჩვების მიცემა.

– ნიშნავს თუ არა ბავშვის ხშირი ავადობა დაბალ იმუნიტეტს?

– ხშირი ავადობა ნამდვილად არ ნიშნავს დაბალ იმუნიტეტს. ზოგადად, იმუნიტეტის მდგომარეობა არა ხშირი ვირუსული ავადობით, არამედ ცხოვრების ანამნეზის,  მთელი რიგი კრიტერიუმების და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დგინდება, ამიტომ მშობელს ცალსახად არ შეუძლია ბავშვის იმუნიტეტის შეფასება. სხვათაშორის, ჯანმრთელი ბავშვები ხშირად მოავადეთა უმრავლესობას წარმოადგენენ და მართალია, 50-60% ასეთი ბავშვებისა პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაგრამ მშობელი მაინც ხშირად ჩივის, რომ ბავშვი სულ ავადაა. თუ ჩავთვლით, რომ ვირუსული ინფექციით, რომელიც საშუალოდ 8-10 დღე გრძელდება, ბავშვი წელიწადში 10-12-ჯერ ანუ თვეში ორჯერ ავადდება, მაშინ გამოვა, რომ ბავშვი ნახევარი წელი ვირუსს ებრძვის და იქნება შთაბეჭდილება, რომ ის სულ ავადაა. ბავშვის ხშირი ავადობა დამოკიდებულია ოჯახის სიმჭიდროვეზე, როცა უფროსი და-ძმა ან ოჯახის სხვა წევრი იქცევა ინფექციის და კონკრეტულად რესპირატორული ვირუსული ინფექციების წყაროდ. მოზრდილ ბავშვებში ვირუსული ინფექცია შეიძლება მინიმალური სიმპტომატიკით მიმდინარეობდეს, მხოლოდ რინიტით და მსუბუქი ყელის ტკივილით შემოიფარგლოს, 3 წლამდე ბავშვებში კი, ჩვეულებრივი გრიპი ან ადენოვირუსი საკმაოდ აგრესიული ფორმით მიმდინარეობს, ამიტომ, როცა მშობელთან ვინტერესდები, ვინმე ხომ არა ავადობდა ოჯახში, პირველი პასუხი ყოველთვის უარყოფითია, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ ოჯახის რომელიმე წევრს ცოტა ყელი სტკიოდა, ცოტა სურდო ჰქონდა, თუმცა არავის ეგონა, რომ ვირუსის მატარებელი იყო. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ვირუსი და გაციება პრაქტიკულად სინონიმებია, რადგან გადაციება ხელშემწყობი ფაქტორია ვირუსების აქტივიზაციისა. გვიან შემოდგომაზე და ზამთრის პერიოდში ხშირია ავადობა, რადგან ტემპერატურა იკლებს და იმ  ვირუსების აქტივაციაც მეტია, რომელთაც სეზონურობა ახასიათებთ და რომლებიც მეტწილად 3 წლამდე ბავშვებში მიმდინარებს განსაკუთრებით მწვავედ და აგრესიულად.

– როცა ბავშვი ხშირად ავადობს მშობელს უჩნდება კითხვა, რა შეიძლება გააკეთოს იმუნიტეტის გასაძლიერებლად და რა უწყობს ხელს ბავშვის ფიზიკურ გაჯანსაღებას?

– რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს. სამწუხაროდ, მედიკამენტებით იმუნიტეტის გაძლიერება პრაქტიკულად შეუძლებელია. კვლევებით დამტკიცდა, რომ პრეპარატების, რომლებიც ევროპსა და ამერიკაში რეცეპტის და ექიმის დანიშნულების გარეშეა  ხელმისაწვდომი, ეფექტი მინიმალურია და 10-15%-ს არ აღემატება ანუ თუ ბავშვმა 10-ჯერ უნდა იავადოს, მხოლოდ რვამდე შემცირდება მისი ავადობა, არც აბსოლუტურად არაფერია, იმასთან შედარებით, რისი მიღწევაც ჯანსაღი ცხოვბრების წესით შეიძლება.

პირველ რიგში ბავშვი სუფთა ჰაერზე უნდა ვასეირნოთ მინიმუმ ორი საათი მაშინაც კი, თუ ძალიან ცივა, რა თქმა უნდა, ადეკვატურად უნდა ჩავაცვათ, რადგან ზედმეტად თბილად ჩაცმა, ხშირად გადახურებას, ოფლიანობა იწვევს და გადაციების ალბათობას ზრდის. ციგურებით სრიალი ძალიან კარგი ვარიანტია, რადგან აქტიური ფიზიკური დატვირთვაა და საკმაოდ ეფექტურად აძლიერებს ბავშვის იმუნიტეტს. სამწუხაროდ, დღევანდელი ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ სახლში, კომპიუტერთან, რაც რა თქმა უნდა, ნაკლებად სახარბიელოა.

ხშირად შემხვედრია პატარები, რომელთაც ჯერ არ ლაპარაკობენ, თუმცა ზუსტად იციან როგორ მოიძიონ სასურველი ინფორმაცია მშობლების დახმარების გარეშე. ეს კი, უამრავ პრობლემას ქმნის, მათ შორის რესპირატორული სისტემის ხშირ ავადობას. ასევე აღსანიშნავია, მწეველი ოჯახის წევრები, რაც ასევე სერიოზულ პრობლემაა, რადგან ითვლება, რომ მწეველის ოჯახში რესპირატორული სისტემით ავადობა 2-ჯერ იზრდება. მართალია, მშობელი ხშირად ამბობს, რომ სახლში არ ეწევა, მაგრამ არ იცის, რომ მწეველის ამონასუნთქი ჰაერი ორი საათის განმავლობაში ნიკოტინს შეიცავს, რაც აფერხებს ბავშვის სასუნთქი სისტემის ნორმალურ განვითარებას.

– როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ჯანსაღად კვებას დაძალების გარეშე?

მსოფლიო სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, ნაკლები წონის ბავშვები, რომელთაც სხვა ქრონიკული ან გენეტიკური დაავდება არ წუხებთ, უფრო იშვიათად ავადობენ, ვიდრე მსუქანი ბავშვები, რადგან დღევანდელ სამყაროში ჭარბი წონის პრობლემები ბევრად აქტუალურია. ბავშვი თავიდანვე არასწორ კვებასაა მიჩვეული, რადგან  მშობელს ძალიან ეჩქარება დავაგემოვნებინოს პატარას თუნდა ის ცომეული ან ფუნთუშეული, რომლიც თავისუფალ ნახშირწყლებს შეიცავს. ბავშვი გემოვნების რეცეპტორების გარეშე იბადება, ამიტომ სწორედ ჩვენ ვაყალიბებთ მის გემოვნებას და ვწყვეტთ რა ტიპის საკვები უყვარდეს ან არ უყვარდეს. ბავშვის ჯანსაღი კვების რეჟიმი 3 წლამდე ყალიბდება, ამიტომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი მჭამელი იქნება ბავშვი. სხვათაშორის, შემწვარ კარტოფილში, რომელიც მეტად გავრცელებულია მოზრდილების კვების რაციონში, არაფერია სასარგებლო. პირველ რიგში ის შემწვარია, რაც უკვე მიუთითებს მის კანცეროგენულობაზე, შეიცავს თავისუფალ რადიკალებს, მაღალკალორიულია და შესაბამისად მისი სასარგბელო კომპონენტებიც მინიმალურია, რასაც ვერ ვიტყვით თუნდაც მოხარშულ კარტოფილზე, რომელიც მდიდარია კალიუმით – ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი მიკროელემენტით. აუცილებელია, დიფერენციაცია – მართლა უჭმელია ბავშვი თუ უბრალოდ არასწორად იკვებება. არსებობს შერჩევითი უმადობა, როგორც წესი ვიტამინები ამ შემთხვევაში უძლურია, რადგან ვიტამინების მიცემა მხოლოდ კონკრეტული ვიტამინების დეფიციტის შემთხვევაშია გამართლებული და არა, როგორც ზოგადი რჩევა. ერთადერთი ვიტამინი, რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის აუცილებელია – ეს D-ვიტამინია, რომლის დეფიციტს განსაკუთრებით ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, მზის სხივების სიმცირის პერიოდში განვიცდით.

– ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირად ჩივიან მშობლები, რომ აცრის მიუხედავად, ბავშვები მაინც ხშირად ავადობენ. ძალიან ბევრი მშობელი ორჭოფობს, ღირს თუ არა ბავშვის აცრა. თქვენ რას ურჩევდით ასეთ მშობლებს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ აცრას თავისი წესი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ აცრა პირველად კეთდება აუცილებელია გრიპის ვირუსის ვაქცინაციის ორ ეტაპად ჩატარება, მეორეც, იმუნიტეტი ვაქცინაციიდან 2-3 კვირის შემდეგ დგება და თუ აცრის შემდეგ ბავშვი რამდენიმე დღეში გახდა ავად რესპირატორული სისტემის ვირუსული ინფექციით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვაქცინამ არ იმუშავა, უბრალოდ იმუნიტეტმა ვერ მოასწრო ჩამოყალიბება და მესამე – გრიპის სეზონურ ვაქცინაციას ჯვარედინი დაცვა ახასიათებს, რომელიც არაპირდაპირად იცავს სხვა ვირუსებისგან, მართალია, ეს პანაცეა არაა, მაგრამ 60%-ით ამცირებს ავადობის სიხშირეს ან ამსუბუქებს მის მიმდინარეობას ანუ მოკლდება ავადობის ხანგრძლივობა და მკვეთრად იკლებს სიმპტომების სიმძაფრე. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვიყენებ გრიპის სეზონურ ვაქცინაციას, რაც მეტწილად ძალიან კარგვ შედეგს იძლევა.

– მართალია, ბაღი შესანიშნავი გარემოა ბავშვის განვითარებისთვის, მაგრამ როცა ვირუსებზეა საუბარი, ბაღი საკმაოდ სახიფათო ხდება, რადგან სწორედ იქ ავადდება ბავშვი ყველაზე ხშირად. როგორ ფიქრობთ, სართოდ ხომ არ უნდა მოვარიდოთ ბავშვი ბაღს?

– ბაღი ძალიან კარგი საშუალებაა, რათა ბავშვმა ურთიერობის დამყარება შეძლოს სოციუმთან – პირველ როიგში თანატოლებთან, მერე კი, უფროსებთან. დღეს მშობელთა უმეტესობა საკმაოდ დაკავებულია და ბავშვთან ურთიერთობის დრო საერთოდ არ რჩება, თუმცა 3 წლამდე არაა სასურველი ბავშვის ბაღში მიყვანა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ბაღში მიყვანისას გამოირიცხოს ის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც შესაძლოა ხშირი ავადობის მიზეზად იქცეს. ბაღის ადმინისტრაციის მხრიდან კი, აუცილებელია დახურული სივრცის ხშირი განიავება, ჰიგიენის წესების დაცვა და მრავალი სხვა.  შესაძლოა დილით აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავში გავუშვათ ბაღში, შუადღისას კი, სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექცია განუვითარდეს, როემლიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და დაავადებულ ადამიანთან კონტაქტიდან სულ რამდენიმე საათში შეიძლება გახდეს ჯანმრთელი ბავში ავად.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბავშვის ხშირი ავადობა არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სუსტ იმუნიტეტს, რომლიც გაძლიერებაც პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესით შეიძლება.

– აუცილებელია ბავშვის ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე დასვენება. განსაკუთრებით აქტუალურია მაღალმთიან კურორტზე დასვენება, რათა მარტივად დაძლიოს ხშირი ავადობის პრობლემა. მართლა ასეა თუ არა და თავად რომელ კურორტს გაუწევდით რეკომენდაციას?

– რა თქმა უნდა, მაღალმთიან კურორტებზე დასვენება ძალიან კარგია, რადგან ითვლება, რომ ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრზე ჟანგბადის კონცენტრაცია ბევრად უკეთესია, მაგრამ უმთავრესი მაინც ინფიცირებული ბავშვებისგან მორიდებაა და მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის კურორტზეა საუბარი.

– რატომ იმატა სხვადასხვა ტიპის ვირუსებმა და არის თუა არა ეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობით განპირობებული?

– რა თქმა უნდა, ვირუსების მატება მძიმე ეკოლოგიური და ურბანისტული პრობლემებითაა განპირობებული. ითვლება, რომ ქალაქში გაზრდილი ბავშვი უფრო ხშირად ავადობს, ვიდრე სოფელში მცხოვრები, რადგან მას უფრო მჭიდრო კავშირი აქვს ბუნებასთან და ფიზიკურადაც მეტადაა დატვირთული. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, გრიპის ვირუსის მუტაცია, რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთიდაიგივე ვირუსით ადამიანი ან საერთოდ არ ავადდება ან მსუბუქი ფორმით შეუძლია მისი გადატანა, რადგან იმუნიტეტი უმუშავდება. ამიტომ, გარკვეული ავადობის შემდეგ, მოზრდილ ასაკში ვირუსებით ინფიცირების სიხშირე ნაკლებია, რადგან ჩვენ უკვე გამომუშავებული გვაქვს იმუნიტეტი იმ კონკრეტული ვირუსების მიმართ, რაც ბავშვობაში გადავიტანეთ. საინტერესოა, რამდენად მძაფრად რეაგირებს კონკრეტული ვირუსის მიმართ ადამიანი? – არის კატეგორია, რომელიც მინიმალური სიმპტომატიკით ახერხებს თავის დაღწევას, თუმცა გარკვეული კატეგორია მთელი 8-10 დღე ავადმყოფობს. ზრდასრულებში განსაკუთრებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ ორსულებს და 65 წელს გადაცილებულებს, სწორედ ამიტომ გამოიყო გრიპის სეზონური ვაქცინაციისთვის რის-კჯგუფები – 6 წლამდე ასაკის ბავშვები (თუმცა ერთ წლამდე ვაქცინაცია არ ტარდება, რადგან ბავშვი დაცულია ვირუსებისგან, რადგან ნაკლები კონტაქტი აქვს სოციუმთან), ორსულები, მართალია, არსებობს მოსაზრება, თითქოს ორსულმა არ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუმცა სინამდვილეში, სწორედ მას სჭირდება აცრა და ვირუსული ინფექციებისგან დაცვა და 65 წელს გადაცილებული ანუ იმუნოდეპიქიტის მქონე პირები.

 

 

27 ნოემბერი, 2017

WP_Query Object ( [query] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) ) [query_vars] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) [error] => [m] => [p] => 0 [post_parent] => [subpost] => [subpost_id] => [attachment] => [attachment_id] => 0 [name] => [static] => [pagename] => [page_id] => 0 [second] => [minute] => [hour] => [day] => 0 [monthnum] => 0 [year] => 0 [w] => 0 [category_name] => [tag] => [cat] => [tag_id] => [author] => [author_name] => [feed] => [tb] => [paged] => 0 [meta_value] => [preview] => [s] => [sentence] => [title] => [fields] => [menu_order] => [embed] => [category__in] => Array ( ) [category__not_in] => Array ( ) [category__and] => Array ( ) [post__in] => Array ( ) [post__not_in] => Array ( ) [post_name__in] => Array ( ) [tag__in] => Array ( ) [tag__not_in] => Array ( ) [tag__and] => Array ( ) [tag_slug__in] => Array ( ) [tag_slug__and] => Array ( ) [post_parent__in] => Array ( ) [post_parent__not_in] => Array ( ) [author__in] => Array ( ) [author__not_in] => Array ( ) [suppress_filters] => [cache_results] => 1 [update_post_term_cache] => 1 [lazy_load_term_meta] => 1 [update_post_meta_cache] => 1 [posts_per_page] => 5 [nopaging] => [comments_per_page] => 50 ) [tax_query] => WP_Tax_Query Object ( [queries] => Array ( ) [relation] => AND [table_aliases:protected] => Array ( ) [queried_terms] => Array ( ) [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID ) [meta_query] => WP_Meta_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [key] => post_views_count ) [relation] => OR ) [relation] => AND [meta_table] => gvz0e_postmeta [meta_id_column] => post_id [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID [table_aliases:protected] => Array ( [0] => gvz0e_postmeta ) [clauses:protected] => Array ( [gvz0e_postmeta] => Array ( [key] => post_views_count [compare] => = [alias] => gvz0e_postmeta [cast] => CHAR ) ) [has_or_relation:protected] => ) [date_query] => WP_Date_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [relation] => AND [column] => gvz0e_posts.post_date [compare] => = [time_keys] => Array ( [0] => after [1] => before [2] => year [3] => month [4] => monthnum [5] => week [6] => w [7] => dayofyear [8] => day [9] => dayofweek [10] => dayofweek_iso [11] => hour [12] => minute [13] => second ) ) [request] => SELECT gvz0e_posts.ID FROM gvz0e_posts INNER JOIN gvz0e_postmeta ON ( gvz0e_posts.ID = gvz0e_postmeta.post_id ) WHERE 1=1 AND ( gvz0e_posts.post_date > '2018-05-22 13:17:57' ) AND ( gvz0e_postmeta.meta_key = 'post_views_count' ) AND gvz0e_posts.post_type IN ('post', 'gadacema') AND ((gvz0e_posts.post_status = 'publish')) GROUP BY gvz0e_posts.ID ORDER BY gvz0e_postmeta.meta_value+0 DESC LIMIT 0, 5 [posts] => Array ( [0] => WP_Post Object ( [ID] => 85204 [post_author] => 17 [post_date] => 2018-05-23 11:39:32 [post_date_gmt] => 2018-05-23 07:39:32 [post_content] => ორგანიზაციებმა Consumer Reports და  JD Power ათი ყველაზე საიმედო ქროსოვერისა და ყველგანმავალის ჩამონათვალი შეადგინეს. მეათე ადგილი  Porsche Macan-ს ერგო, იაპონური ქროსოვერი Lexus RX მეცხრე პოზიციაზე განთავსდა, კიდევ უფრო საიმედოდ დასახელდა კომპანიის სხვა მოდელი Lexus NX, რომელიც მერვე ადგილზეა. ერთი საფეხურით მაღლა განთავსდა Buick Encore, რომელმაც Consumer Reports-ის ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. მეექვსე ადგილზე გერმანული BMW X5, შემდეგი ორი პოზიცია კი ასევე ბავარიული მარკის მოდელებმა, კომპაქტურმა ქროსოვერებმა BMW X3-მა და BMW X1-მა დაიკავეს. ტოპ სამეულში გერმანული Audi Q5, Audi Q3 და Acura RDX შედიან.   [post_title] => 10 ყველაზე საიმედო პრემიალური ქროსოვერი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 10-yvelaze-saimedo-premialuri-qrosoveri [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-23 11:57:34 [post_modified_gmt] => 2018-05-23 07:57:34 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=85204 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 69991 [post_author] => 14 [post_date] => 2018-05-24 09:36:08 [post_date_gmt] => 2018-05-24 05:36:08 [post_content] => რამდენი ხანია გრძლედება თქვენი ურთიერთობა და კიდევ რამდენ ხანს შეძლებთ სიყვარულის შენარჩუნებას? - ყველა ზოდიაქოს ნიშანი თავისებურად გრძნობს პარტნიორს და სიყვარულიც განსაკუთრებული შეუძლია. * ვერძი დამოუკიდებელი და საკმაოდ ხისტი ვერძი მხოლოდ იმ შემთხვევაშია პარტნიორის ერთგული, თუ არ იზღუდება მისი თავისუფლება. * კურო ყოველთვის საიმედო კუროს ერთხელ თუ შეუყვარდა სამუდამოდ პარტნიორის ერთგული იქნება და იმ შემთხვევაშიც არ დაიწყებს თავგადასავლების ძებნას, თუ წლების შემდეგ სიყვარული გაქრება. * ტყუპები ტყუპებს ძალიან უყვართ სხვებთან ფლირტით პარტნიორის გაღიზიანება. იმ შემთხვევაში თუ ამგვარ ურთიერთობას გაუძლებთ და ტყუპების გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, მაშინ თქვენი სიყვარული მარადიული იქნება. * კირჩხიბი ბუნებით მშვიდ კირჩხიბს არ უყვარს ზედმეტი წრიალი და ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ გრძნობებში. თუმცა, ძალიან მომთხოვნი და საკმაოდ ეჭვიანია, რომელიც არც საკუთარ თავს, არც პარტნიორს აძლევს ღალატის უფლებას. * ლომი ფრთხილი ლომი არასდროს ეშვება თავით სასიყვარულო თავგადასავლებში. თუმცა, თუ  შეყვარებულია, სულ მცირე რამდენიმე წელი ვერავის ამჩნევს საყვარელი ადამიანის გარდა. * ქალწული პრაქტიკული ქალწული არასდროს ყოყმანობს და სწრაფად არკვევს საკუთარ და პარტნიორის გრძნობებს, მით უფრო, რომ მისთვის სიყვარული უფრო მატერიალურია, ვიდრე სულიერი და ურთიერთობაც მხოლოდ მანამდე გრძლედება, სანამ ქალწული თავს დაცულად და მატერიალურად უზრუნველყოფილად გრძნობს. * სასწორი ლოიალური სასწორი ადვილად ეგუება პარტნიორის ყველა ნაკლს, რადგან სიყვარული მისთვის ყოველთვის მეგობრობით იწყება. თუმცა, მხოლოდ მანამდე ინარჩუნებს ერთგულებას, სანამ პარტნიორი საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას სთავაზობს. * მორიელი ქარიზმატულ მორიელს ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა თავად ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია და თუ მართლა შუყვარდა ვინმე, მთელი ცხოვრება მისი ერთგული იქნება. * მშვილდოსანი მრავალფეროვნების მოყვარულ მშვილდოსანს იშვიათად გამოსდის ერთგულების შენარჩუნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ მისი კეთილგანწყობის დამსახურებას, თუ ყველა მის ღალატზე თვალის დახუჭვას. * თხის რქა ტრადიციების მოყვარული თხის რქა, მხოლოდ ერთხელ ქმნის ოჯახს და დიდ დროს უთმობს შვილების აღზრდას, ყოველთვის მეუღლის ერთგულია და მხოლოდ ტყუილის პატიება არ შეუძლია. * მერწყული მერწყული ცნობილი მარტოხელაა, რომელიც ჯიუტად იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და მხოლოდ რამდენიმე დღე შუძლია ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან მართალია, სწრაფად და თავდავიწყებით უყვარდება პარტნიორი, მაგრამ სწრაფად კარგავს მის მიმართ ინტერესს. * თევზები ერთგულ თევზებს ერთხელ უყვარდებათ და მთელი ცხოვრება პარტნიორის ერთგულები არიან, სრულად იხარჯებიან საყვარელი ადამიანისთვის და მისგანაც იგივეს მოითხოვენ.   [post_title] => როგორი სიყვარული შეუძლია სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rogori-siyvaruli-sheudzlia-skhvadaskhva-zodiaqos-nishans [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-24 11:30:59 [post_modified_gmt] => 2018-05-24 07:30:59 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=69991 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 85243 [post_author] => 17 [post_date] => 2018-05-22 14:14:29 [post_date_gmt] => 2018-05-22 10:14:29 [post_content] => პროფილური გამოცემის გვერდებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ გერმანული კომპანია Mercedes-Benz ბაზარზე ლეგენდარული ყველგანმავალის Mercedes-Benz G-Class დიზელის ვერსიას მომავალი წლის მარტში გაიყვანს. წარმოება კი მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. 2,9 ლიტრიანი და 6 ცილინდრიანი დიზელის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 286 და 340 ცხენის ძალა იქნება, ახალი Mercedes-Benz S-Class-სგა და Mercedes-Benz CLS-სგან აქვს აღებული. დიზელის ძრავიან Mercedes-Benz G-Class-სთან ერთად შესაძლებელი იქნება ბენზინის ძრავიანი ვერსიის შეკვეთაც, რომელიც 8 ცილინდრიანი 4.0 ლიტრის მოცულობის აგრეგატით არის აღჭურვილი და 422 ცხენის ძალას ავითარებს. Mercedes-Benz G-Class-ის პრემიერა 2018 წლის იანვარში, დეტროიტის ავტოსალონზე შედგა.   [post_title] => დიზელის Mercedes-Benz G-Class ბაზარზე 2019 წლის გაზაფხულზე გამოვა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => dizelis-mercedes-benz-g-class-bazarze-2019-wlis-gazafkhulze-gamova [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-23 11:57:20 [post_modified_gmt] => 2018-05-23 07:57:20 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=85243 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [3] => WP_Post Object ( [ID] => 85324 [post_author] => 17 [post_date] => 2018-05-22 17:21:34 [post_date_gmt] => 2018-05-22 13:21:34 [post_content] => დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს, – ამის შესახებ დღეს საუბარი იყო თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი. აღნიშნულ პროექტს კომპანია “სისტრა” განახორციელებს. როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა, ასევე შესაძლოა განხორციელდეს რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის გაჩერების გარკვეული ადგილების დაწესება, რომლის იქითაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ. “საუბარია იმაზე, თუ სად უნდა მოხდეს გადაჯდომა, გაჩერების ადგილის დაწესება თბილისში შემოსული მიკროავტობუსებისთვის. ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დავობს. საუბარია იმაზე, რამდენად სიღრმეში უნდა შემოვიდეს თბილისში, მაგალითად, რუსთავიდან მომავალი სამარშრუტო მიკროავტობუსი, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. გადაჯდომა შეეხება არა მარტო რუსთავიდან, მცხეთიდან ან გარდაბნიდან შემომავალ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, არამედ თბილისში არსებულ გრძელ მარშრუტებსაც. მოხდება დადგენა იმ ადგილების, საიდანაც მგზავრი ძალიან კომფორტულად გადაჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებაში. შესაძლოა, ეს იყოს ავტობუსი, მეტრო და ა. შ.” – განაცხადა ასმათ აბესაძემ. [post_title] => თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზები შესაძლოა, გაუქმდეს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tbilisshi-grdzeli-samarshruto-khazebi-shesadzloa-gauqmdes [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-23 11:57:13 [post_modified_gmt] => 2018-05-23 07:57:13 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=85324 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [4] => WP_Post Object ( [ID] => 85321 [post_author] => 17 [post_date] => 2018-05-22 17:20:26 [post_date_gmt] => 2018-05-22 13:20:26 [post_content] => აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები) [post_title] => აჩი ფურცელაძის რომანტიკული არდადეგები ახალ რჩეულთან ერთად [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => achi-furceladzis-romantikuli-ardadegebi-akhal-rcheultan-ertad [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-22 17:20:26 [post_modified_gmt] => 2018-05-22 13:20:26 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=85321 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 5 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 85204 [post_author] => 17 [post_date] => 2018-05-23 11:39:32 [post_date_gmt] => 2018-05-23 07:39:32 [post_content] => ორგანიზაციებმა Consumer Reports და  JD Power ათი ყველაზე საიმედო ქროსოვერისა და ყველგანმავალის ჩამონათვალი შეადგინეს. მეათე ადგილი  Porsche Macan-ს ერგო, იაპონური ქროსოვერი Lexus RX მეცხრე პოზიციაზე განთავსდა, კიდევ უფრო საიმედოდ დასახელდა კომპანიის სხვა მოდელი Lexus NX, რომელიც მერვე ადგილზეა. ერთი საფეხურით მაღლა განთავსდა Buick Encore, რომელმაც Consumer Reports-ის ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. მეექვსე ადგილზე გერმანული BMW X5, შემდეგი ორი პოზიცია კი ასევე ბავარიული მარკის მოდელებმა, კომპაქტურმა ქროსოვერებმა BMW X3-მა და BMW X1-მა დაიკავეს. ტოპ სამეულში გერმანული Audi Q5, Audi Q3 და Acura RDX შედიან.   [post_title] => 10 ყველაზე საიმედო პრემიალური ქროსოვერი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 10-yvelaze-saimedo-premialuri-qrosoveri [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-23 11:57:34 [post_modified_gmt] => 2018-05-23 07:57:34 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=85204 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 0 [max_num_pages] => 0 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => 1 [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 9946fb37f5d3c68c0fbf78941f810d8e [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )