live

როცა ბავშვთა ქირურგთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ – სიმპტომების ჩამონათვალი

როცა ბავშვთა ქირურგთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ  – სიმპტომების ჩამონათვალი

14 ივნისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“  ისეთ აქტუალურ თემებს მიეძღვნა, როგორიცაა ჭიპის თიაქარი ბავშვებში, ჰემანგიომა, ბიჭების ჰიგიენა და მუცლის ტკივილი. ამ და სხვა საინტერესო თემებით გადაცემას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი ლევან ხარაშვილი სტუმრობდა. რესპირაციული მედიცნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმ მნიშვნელოვან სიმპტომებზე გაამახვილა ყურაღება, რომელიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

 რა ასაკში უნდა დაგეგმოს მშობელმა პირველი ვიზიტი ქირურგთან?

თუ ბავშვს არ აქვს რაიმე ხილული ქირურგიული პათოლოგია, არ არის რაიმე წარმონაქმნი კანზე, არ არის თიაქარი და ა.შ. რა თქმა უნდა ქირურგის კონსულტაცია გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, ყველა ბავშვი დაბადებიდანვე უნდა იყოს პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ და თუ რაიმე ეჭვი გაჩნდა ქირურგიულ პათოლოგიაზე, პედიატრი თავად გადაამისამართებს ბავშვთა ქირურგთან. ტერმინის ”ბავშვთა ქირურგი” ყველას ეშინია, რადგან ოპერაციულ ჩარევებთან, ტკივილთან და დისკომფორტთან ასოცირდება. ამ ყველაფრის ასარიდებლად დროულად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

ბავშვებში ხშირად ვხვდებით ისეთ თანდაყოლილ პათოლოგიას, როგორიცაა ჭიპის თიაქარი. რატომ ჩნდება ის და საჭიროებს თუ არა ოპერაციულ ჩარევას?

ჭიპის თიაქარი ხშირი პათოლოგიაა, ეს გამოიხატება ხოლმე ჭიპის მიდამოში გამობერილობით, ზომაში საკმაოდ დიდია ხოლმე და მშობლები შეშინებულები არიან, არადა შესახედავად უფრო საშიშად გამოიყურება, ვიდრე რეალურად საფრთხეს წარმოადგენს. ჭიპი იმიტომ აქვს ადამიანს, რომ მუცლადყონის დროს დედის ორგანიზმიდან ხდება სისხლისა და საჭირო ნივთიერებების გადასვლა ბავშვის ორგანიზმში. დაბადების შემდეგ, ჭიპლარი ფუნქციას კარგავს, გადაიკვანძება, ძვრება და მას შემდეგ, რაც განვითარდება მუცლის წინა კედლის კუნთები, ეს დეფექტი უნდა დაიხუროს. ზოგ შემთხვევაში დეფექტი არ იხურება და რჩება თიაქარი. ჭიპის თიაქარი უფრო ხშირია დღენაკლულ და მცირეწონიან ახალშობილებში. რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა ოპერაციული ჩარევა, უმეტეს შემთხვევაში ეს საჭირო არ არის და ორ წლამდე დეფექტი თავისით იხურება. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც 4-5 წლამდეც ვაცდით ხოლმე, იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდენცია მიდის დაპატარავებისკენ. თუ დეფექტი საკმაოდ დიდია და არ იხურება, ამ დროს ვაკეთებთ ოპერაციას. განაკვეთი ჭიპში კეთდება, ოპერაცია კოსმეტიკური თვალსაზრისით საკმაოდ უვნებელია და არ რჩება ნაწიბურები. რაც შეეხება არაოპერაციულ მართვას – ორ წლამდე თუ დეფექტი არ არის დიდი, ვიცდით ხოლმე. თიაქარი ბავშვისთვის მტკივნეული და შემაწუხებელი არ არის, როდესაც ბავშვი ტირის და გაზები აქვს დიდი რაოდენობით, დეფექტში წნევა იზრდება, ნაწლავი გამოდის ხოლმე და მარტივად, თითის დაჭერით უკან ბრუნდება მუცლის რღუში.

ძველად სხვადასხვა მეთოდების გამოყენება უყვარდათ – მაგრამ ხუთ კაპიკიანებისა და ლეიკოპლასტირების გადაკვრა წარსულს ჩაბარდა, მათ არანაირი ეფექტი არ აქვთ, რადგან თუ დეფექტი მიდრეკილია იმისკენ, რომ დაიხუროს, ის თავისით, ყოველგვარი მიხმარების გარეშე, მაინც დაიხურება.

რამდენად საშიშია ჭიპის თიაქრის ჩაჭედვა და რამ შეიძლება ის გამოიწვიოს?

მართალია, ჭიპის თიაქარი შეიძლება ჩაიჭედოს და ჩაჭედვა ნიშნავს, რომ დეფექტიდან გამოდის თიაქრის შიგთავსი და უკან ჩასვლა ვეღარ ხერხდება. ამ დროს რა თქმა უნდა სასწრაფო ოპერაციის ჩვენებაა, რადგან ნაწლავს, რომელსაც თიაქრის რგოლი უჭერს, შეიძლება მოეშალოს სისხლის მომარაგება, დანეკროზდეს და გახდეს ამოსაჭრელი. ამ დროს, რა თქმა უნდა ოპერაცია გარკვეულ რისკებს შეიცავს. მინდა მშობლები დავამშვიდო, რომ ჭიპის თიაქრის ჩაჭედვა ხდება ძალიან იშვიათად. ჭიპის მიდამოში გამობერილობა არის მკვრივი, მტკივნეული, არის შეწითლებული, ბავშვი ჭირვეულობს და თუ მანამდე თიაქარი მუცლის ღრუში ადვილად ბრუნდებოდა, ამ დროს უკან აღარ ხდება მისი ჩასვლა. ასეთივე დეფექტი ხშირად არის ხოლმე საზარდულის არეშიც, სადაც თიაქრის ჩაჭედვა უფრო ხშირად ხდება.

როდესაც მშობელი საზარდულის მიდამოში გამობერილობას შეამჩნევს, ამ დროს უნდა მიმართოს მან ქირურგს და დაიგეგმოს ოპერაცია. საზარდულის თიაქარი არის თანდაყოლილი და ის თავისით არ დაიხურება, ამიტომ უმჯობესია ოპერაცია ამ დროს დაგეგმილად გაკეთდეს და არა მაშინ, როდესაც ჩაჭედვა მოხდება. თუ ეჭვია თიაქრის ჩაჭედვაზე, არის მტკივნეული და მკვრივი როგორც აღვნიშნე, მაშინვე უნდა მიამრთოს მშობელმა ექიმს.

კიდევ ერთი თანდაყოლილი პათოლოგიის შესახებ უნდა გკითხოთ,  კისრის შუა კისტა – რა იწვევს მას და როგორ ხდება მკურნალობა?

კისრის შუა კისტა არც ისე იშვიათია, ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია, ხდება კისტოზური წარმონაქმნის ზომაში ზრდა, ის თავიდანვე არსებობს, თუმცა მას მშობლები მხოლოდ ზომაში მატების შემდეგ ამჩნევენ. ეს არის კისტოზური, ცისტური წარმონაქმნი ყბის ქვეშ და ვითარდება ემბრიონალური განვითარების გარკვეულ ეტაპზე. კისრის შუა კისტა დაკავშირებულია ძალიან წვრილი სადინარით ინის ძვლის გავლით საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან, ანუ ხახაში იხსნება წარმონაქმნი, რაც ოპერაციის დროს გარკვეულ სირთულეებს ქმნის. მკურნალობა არის ოპერაციული რა თქმა უნდა, კისრის შუა კისტა უნდა ამოიკვეთოს. იმ შემთხვევაში თუ კისტა დაინფიცირებულია, ხდება ჩირქგროვის დრენირება და როდესაც ის ალაგდება, მივდივართ რადიკალურ ოპერაციაზე. აუცილებელია ამ დროს ქირურგის კვალიფიკაცია, რადგან თუ არ აქვს ექიმს გამოცდილება, შეიძლება ეპიდერმულ კისტაში აერიოს და არ მოხდეს იმ სადინარის ამოკვეთა, რომელიც იხსნება ხახაში, ზოგჯერ კი ენის ძვლის ამოკვეთაც ხდება ხოლმე.

ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი – რა უნდა გაკეთდეს ასეთ დროს, რა გართულება შეიძლება მოყვეს მას?

დავიწყოთ მუცლადყოფნის პერიოდიდან – ამ დროს სათესლე ჯირკვლები მდებარეობს მუცლის ღრუში, საზარდულის არხის მეშვეობით მეშვიდე თვიდან ხდება ჯირკვლების მიგრაცია – სათესლე ჯირკვლები სათესლე პარკში უნდა ჩამოვიდეს და დაფიქსირდეს. მუცლის ღრუში ადამიანის ტემპერატურა ერთი გრადუსით უფრო მეტია, ვიდრე სათესლე პარკში, ზუსტად ეს ერთი გრადუსი აძლევს სათესლე ჯირკვლებს საშუალებას განვითარდეს კარგად. ნორმალური ფუნქციონირებისთვის, გაზრდისთვის და ჩამოყალიბებისთვის სჭირდება ნორმალური პირობები, სწორედ ამიტომ უნდა იყოს სათესლე პარკში დაფიქსირებული. თუ ჯირკვალი ძალიან დიდხანს დაყოვნდა მუცლის ღრუში ან საზარდულის არხში, ანუ იქ, სადაც არ უნდა იყოს, მაღალი ტემოპერატურის გამო, შესაძლოა, მოზრდილ ასაკში გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ. მნიშვნელოვანია, რომ ოპერაცია გაკეთდეს დროულად. ჩამოუსვლელი ჯირკვალი შეიძლება გაჩერებული იყოს სხვადასხვა დონეზე. შეიძლება ის იყოს ძალიან ახლოს სათესლე პარკთან და ამ დროს ოპერაციული ჩარევა ძალიან მარტივია, ან იყოს საზარდულის არხში, ან მუცლის ღრუში და ამ დროს ლაპარასკოპიულ ტექნიკასაც ვიყენებთ ხოლმე, რომ ჩამოვიტანოთ კუთვნილ ადგილზე. თუკი ჯირკვალი ვერ შეძლებს ფუნქციონირებას, ხდება მისი ამოკვეთაც.

როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა ქირურგს ან უროლოგს? როდესაც დაფიქსირდება, რომ არ არის სათესლე ჯირკვალი ჩამოსული, მაშინვე უნდა მოხდეს კონსულტაცია. ოპერაციის ასაკი გაახალგაზრდავდა და შეიძლება ორი წლის ასაკამდეც კი ჩატარდეს.

 

აუცილებელია თუ არა ჰემანგიომის მოშორება ოპერაციული გზით, ამ თემაზე ხშირად ექიმების აზრიც განსხვავებულია..

რა არის ჰემანგიომა? ეს არის კაპილარების კეთილთვისებიანი სიმსივნე. ქირურგიაში ყველა ახალ წარმოქმნას ჰქვია სიმსივნე. გამოიხატება ხოლმე წითელ ლაქად და შეიძლება შეგვხვდეს როგორც კანზე, ისე შინაგან ორგანოებზე. მისი მკურნალობა დამოკიდებულია ჰემანგიომის ლოკალიზაციაზე, აქვს თუ არა ტენდენცია ზრდისკენ და რა ზომის არის. მკურნალობა არსებობს როგორც მედიკამენტური, ისე ოპერაციული, მაგრამ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და ხშირად რამდენიმე სპეციალისტი ერთად წყვეტს ხოლმე როგორ წარიმართოს მისი მკურნალობა. როდესაც ჰემანგიომა არის პრობლემურ ადგილზე, მაგალითად სახის მიდამოში, გენიტალიების მიდამოში ან სარძევე ჯირკვლის მიმდებარედ – ანუ იმ ადგილებში, სადაც მათი ამოკვეთა ქირურგიულად შეუძლებელია, ასეთ დროს ქირურგია მეორე პლანზე გადადის და მედიკამენტების იმედზე ვართ. ხშირად ჰემანგიომებს ახასიათებთ უკუგანვითარება და ორი წლის ასაკამდე ვიცდით ხოლმე. თუ არ არის პრობლემური ზონა, ზოგჯერ 3-4 წლამდეც ვიცდით და თავისით ლაგდება. არის შემთხვევები, როდესაც გვიწევს ოპერაციული ჩარევა, როდესაც ჰემანგიომა აგრესიულად იზრდება და უახლოვდება პრობლემურ ადგილებს, ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკუგანვითარების ალბათობა, რისკი უფრო დიდია, რადგან შეიძლება ძალიან რთული გახდეს მისი მოცილება. მშობელთან ერთად ვსჯელობთ რისკების შესახებ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ჰემანგიომა არის პრობლემურ ადგილზე, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიკამენტები, დიდი დრო არ არის რაც აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული საგულე პრეპარატი ხელს უწყობს ჰემანგიომების ალაგებას. საუბარია ბეტაბლოკერზე, რომელსაც გულის მანკით დაავადებულ ბავშვებთან იყენებდნენ და აღმოაჩინეს, რომ ძალიან სწრაფად ახდენდა პრეპარატი ჰემანგიომების ალაგებას. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ცენტრი სწორედ ჩვენი საავადმყოფო იყო, სადაც დავიწყეთ ბეტა ბლოკატორების გამოყენება და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. რადგან საგულე პრეპარატია, საჭიროა მისი დიდი სიფრთხილით გამოყენება, დოზის სწორად შერჩევა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველა ჰემანგიომას ბეტაბლოკატორებით უნდა ვუმკურნალოთ. ეს არ არის მხოლოდ ქირურგის საქმე და რამდენიმე სპეციალისტი ერთად მართავს ჰემანგიომას.

 

დღეს ისევ აქტუალურია ბიჭების ჰიგიენის ნაწილში ჩუჩის გადაწევის საკითხი, შეიძლება თუ არა და რამდენად მტკივნეულია ეს პროცედურაა?

რა თქმა უნდა მტკივნეულია. ფიმოზი ქვია ამ ყველაფერს, როდესაც ასოს თავზე კანი არ გადადის ბოლომდე. არსებობს ფიზიოლოგიური ფიმოზი, ბავშვი ასე იბადება და არ უნდა გადასდიოდეს ასოს თავზე კანი. მთავარია შევაფასოთ, არის თუ არა ეს პათოლოგიური ფიმოზი და საჭიროა თუ არა ჩარევა. ამის შეფასება მარტივია შარდის ნაკადით. რაც უფრო წვრილია ნაკადი, უფრო მაღლა ხდება ამოტყორცნა, ბავშვს არ უნდა უხდებოდეს გაჭინთვა მოშარდვის დროს და ჩუჩა არ უნდა იბერებოდეს. საშარდე მილის გარეთა ხვრელი, კანის ოდნავ გადაწევის დროს უნდა ჩანდეს სრულად, თუ ეს ასეა, შარდის ნაკადს პრობლემა არ აქვს და არ არის საჭირო ასოს თავზე კანის გადაწევა, რადგან ეს გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ვხვდებით საბჭოთა მედიცინის ანარეკლებს და ზოგჯერ ექიმებიც სცოდავენ. როგორც ჩვენი ამერიკელი კოლეგები ნახევრად ხუმრობით წერენ, ამ ასაკში ბავშვებს ეს ორგანო სჭირდება მოსაშარდად, როდესაც ეს ორგანო მას სხვა ფუნქციების შესასრულებლად დასჭირდება, ის თქვენ აღარ მოგმართავთ.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ეს პროცედურა საჭირო ხდება, მაგალითად თუ სმეგმა ჭარბად გამოიყოფა, ის დაჩირქდა და ანთებითი გახდა, ამ დროს, რა თქმა უნდა, ხდება ჩუჩის გადაწევა სამედიცინო დამუშავება. სწორი ჰიგიენის პირობებში ანთების წარმოქმნის ალბათობა იშვიათია. როდესაც ბავშვს არ სჭირდება და ძალიათ ხდება ჩუჩის გადაწევა, არსებობს საფრთხე, რომ გადაწეული კანი შეშუპდეს და უკან აღარ გადმოვიდეს. აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს, რადგან შეიძლება ასოს თავის სისხლის მიმოქეცვა დაირღვეს. ძალით გადაწევისას, ასოს თავზე, კანზე ჩნდება პატარა ნაწიბურები, რაც შეიძლება პათოლოგიურ ფიმოზად გადაიქცეს, იკარგება ელასტიურობა და საჭირო ხდება ჩუჩის მოკვეთა. მოკლედ, რეკომენდაცია ასეთია, თუ შარდვისას ნაკადი ნორმალურია და ბავშვს ხელს არ უშლის, საპნიანი წყლით ჩამობანვა სრულიად საკმარისია.

მუცლის ტკივილი ბავშვებში, ღებინება, ყაბზობა – არის თუ არა ეს სიმპტომები არასწორ კვებასთან კავშირში და შეიძლება თუ არა ამ სიმპტომებმა ბავშვი ოპერაციმდე მიიყვანოს?

მოდით ეს სამი სხვადასხვა ჩივილი ცალ-ცალკე განვიხილით. ყველაზე ხშირად ბავშვთა ქირურგთან სწორედ მუცლის ტკივილით მიჰყავთ ბავშვები. ყველა მუცლის ტკივილი რა თქმა უნდა არ არის ქირურგიული პათოლოგია, მაგრამ პირველ რიგში ყოველთვის უნდა გამოირიცხოს მწვავე პათოლოგია, მაგალითად მწვავე აპენდიციტი და იმ დროს, თუკი ბავშვს აქვს ყრუ ხასიათის შემაწუხებელი ტკივილი, ცხელება, ღებინება, ან გულის რევის შეგრძნება და უმადობა, ასეთ დროს მუცლის ტკივილი საჭიროებს ქირურგთან ვიზიტს. სწორედ ამ სიმპტომებით ვლინდება ხოლმე წვავე აპენდიციტი. რაც შეეხება ყაბზობას, ამისი მიზეზი სხვადასხვაა. შეიძლება ეს იყოს თანდაყოლილიც და საჭიროა სერიოზული კვლევა. ძირითადად ყაბზობა სხვადასხვა გასტროენტეროლოგიური პათოლოგიებითა და არასწორი კვებით არის გამოწვეული. გარემო სავსეა არაჯანსაღი, არასასურველი საკვებით და ამის გაკონტროლება ძალიან ძნელია. ბავშვმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს საჭირო რაოდენობის წყალი მისი წონის მიხედვით და საკვები უნდა იყოს უჯრედისით მდიდარი. ყაბზობა თითქოს უწყინარი პრობლემაა, სინამდვილეში კი შეიძლება ძნელად მოსაგვარებელი იყოს და ძლიერ ტკივილს იწვევდეს. თუ ბავშვს აწუხებს შეკრულობა, საჭიროა მისი პედიატრთან, გასტროენტეროლოგთან მიყვანა. რაც შეეხება არასწორ კვებასა და ქირურგიას, აქ კავშირზე საუბარი არასწორია, ჩემს ბავშვობაში არსებული მითები, რომ ბევრი მზესუმზირა აპენდიციტს ამწვავებს, არასწორია.

 

მიუხედავად უამრავი რეკომენდაციისა, დღეს მაინც ხშირად ვხვდებთ შემთხვევებს, როდესაც პატარა ბავშვმა შესაძლოა, რაიმე ნივთი გადაყლაპოს. რა უნდა გააკეთოს მშობელმა პირველ რიგში?

უცხო სხეულები შეიძლება მოხვდეს როგორც საყლაპავსა და კუჭში, ასევე სასუნთქ გზებში, რაც უფრო საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს საკვები, უფრო სწორად ასაკისთვის შეუფერებელი საკვები, ხშირად ხდება გადაცდენა და საჭიროა ბრონქოსკოპიის ჩატარება. სიმპტომებს რაც შეეება, პირველი ეს არის თავად გადაცდენის ეპიზოდი, რომელსაც უფროსი ადამიანი შეესწრო, შეტევითი ხველა და ხმაურიანი სუნთქვა – ამ დროს აუცილებელია ბავშვი ექიმთან მიიყვანოთ.  ბრონქოსკოპია კეთდება ჩვენს კლინიკაში, რაც გულისხმობს სპეციალური აპარატით სასუნთქ გზებში ჩასვლას და უცხო სხეულების ამოღებას. ტექნიკურად ეს ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, რამდენად მცირეა 1-2 წლის ბავშვის სასუნთქი გზების დიამეტრი. მინდა ვახსენო აწ გარდაცვლილი პროფესორი პაატა გვეტაძე, რომელიც ვირტუოზი და დიდოსტატი იყო უცხო სხეულების ამოღებაში. როდესაც ძალიან ახალზარდა ექიმი ვიყავი, მეგონა რომ ძალიან ადვილი იყო უცხო სხეულის ამოღება – ის ერთი ხელის მოსმით დაგვიდებდა ხოლმე წინ მზესუმზირასა და სხვა უამრავ ნივთს.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა? თუ ბავშვი არის ჩვილი, უნდა დავიწვინოთ პირისახით ქვემოთ, ოდნავ დახრილი და ზურგზე უნდა გავაკეთოთ დარტყმითი მოძრაობები, თუმცა ძალიან მოზომილად. შემდეგ გადმოვატრიალოთ, ჩავიხედოთ პირში და ამოვიღოთ უცხო სხეული.

მშობლები ხშირად თითით ცდილობენ უცხო სხეულის ამოღებას, ეს კი ძალიან ცუდია, თითით ლორწოვანი ზიანდება. ასევე არის საყლაპავისა და კუჭის უცხო სხეულები, ეს ხშირად არის ხურდა, საკვები მასა და სხვა უამრავი უცნაური ნივთი. უცხო სხეულების ამოღება ნარკოზით ხდება, რადგან ბავშვი უნდა იყოს უძრავად. კუჭში მონეტები ლიდერობენ, მოფერებით ბავშვებს ყულაბებს ვეძახით ხოლმე. კუჭიდანაც ენდოსკოპიურად ვიღებთ უცხო სხეულებს. თუ კუჭიდან უცხო სხეულის ევაკუაცია მოხდა ნაწლავებში, ძალიან დიდი ალბათობით ის განავლოვან მასებთან ერთად გამოვა.  მანამ, სანამ საღეჭი კბილები არ ამოუვათ, არ უნდა მისცეთ ისეთი საკვები,რომელსაც ბავშვი ვერ დააქუცმაცებს. ბავშვი კვებისას აუცილებლად უნდა იჯდეს, არ უნდა ხტუნავდეს და ა.შ.

15 ივნისი, 2017

WP_Query Object ( [query] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) ) [query_vars] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) [error] => [m] => [p] => 0 [post_parent] => [subpost] => [subpost_id] => [attachment] => [attachment_id] => 0 [name] => [static] => [pagename] => [page_id] => 0 [second] => [minute] => [hour] => [day] => 0 [monthnum] => 0 [year] => 0 [w] => 0 [category_name] => [tag] => [cat] => [tag_id] => [author] => [author_name] => [feed] => [tb] => [paged] => 0 [meta_value] => [preview] => [s] => [sentence] => [title] => [fields] => [menu_order] => [embed] => [category__in] => Array ( ) [category__not_in] => Array ( ) [category__and] => Array ( ) [post__in] => Array ( ) [post__not_in] => Array ( ) [post_name__in] => Array ( ) [tag__in] => Array ( ) [tag__not_in] => Array ( ) [tag__and] => Array ( ) [tag_slug__in] => Array ( ) [tag_slug__and] => Array ( ) [post_parent__in] => Array ( ) [post_parent__not_in] => Array ( ) [author__in] => Array ( ) [author__not_in] => Array ( ) [suppress_filters] => [cache_results] => 1 [update_post_term_cache] => 1 [lazy_load_term_meta] => 1 [update_post_meta_cache] => 1 [posts_per_page] => 5 [nopaging] => [comments_per_page] => 50 ) [tax_query] => WP_Tax_Query Object ( [queries] => Array ( ) [relation] => AND [table_aliases:protected] => Array ( ) [queried_terms] => Array ( ) [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID ) [meta_query] => WP_Meta_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [key] => post_views_count ) [relation] => OR ) [relation] => AND [meta_table] => gvz0e_postmeta [meta_id_column] => post_id [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID [table_aliases:protected] => Array ( [0] => gvz0e_postmeta ) [clauses:protected] => Array ( [gvz0e_postmeta] => Array ( [key] => post_views_count [compare] => = [alias] => gvz0e_postmeta [cast] => CHAR ) ) [has_or_relation:protected] => ) [date_query] => WP_Date_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [relation] => AND [column] => gvz0e_posts.post_date [compare] => = [time_keys] => Array ( [0] => after [1] => before [2] => year [3] => month [4] => monthnum [5] => week [6] => w [7] => dayofyear [8] => day [9] => dayofweek [10] => dayofweek_iso [11] => hour [12] => minute [13] => second ) ) [request] => SELECT gvz0e_posts.ID FROM gvz0e_posts INNER JOIN gvz0e_postmeta ON ( gvz0e_posts.ID = gvz0e_postmeta.post_id ) WHERE 1=1 AND ( gvz0e_posts.post_date > '2017-06-21 04:08:39' ) AND ( gvz0e_postmeta.meta_key = 'post_views_count' ) AND gvz0e_posts.post_type IN ('post', 'gadacema') AND ((gvz0e_posts.post_status = 'publish')) GROUP BY gvz0e_posts.ID ORDER BY gvz0e_postmeta.meta_value+0 DESC LIMIT 0, 5 [posts] => Array ( [0] => WP_Post Object ( [ID] => 60413 [post_author] => 3 [post_date] => 2017-06-23 17:16:28 [post_date_gmt] => 2017-06-23 13:16:28 [post_content] => კიდევ ერთი საგზაო სიურპრიზი მოსახლეობას - პეკინის გამზირის შემდეგ, თბილისის მერია ლილოს გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას გეგმავს. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს პროექტირება და გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. საუბარია ე.წ. აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინის ხიდამდე გზის მონაკვეთზე,  სადაც მოხდება ასფალტის ძველი საფარის აყრა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება - სრულად გამოცვლა და ასფალტის ახალი საფარის დაგება. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროცესში საავტომობილო მოძრაობა არ გადაიკეტება , თუმცა დაწესდება შეზღუდვები. საგზაო სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება პროექტის ექსპერტიზა და ტენდერის გამოცხადება. კახეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  შეფერხება არამარტო თბილისელებს, ქალაქიდან გამსვლელ ნებისმიერ მძღოლს  და ტურისტსაც შეეხება. მაგისტრალურ გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით სერიოზულ პრობლემებს პროგნოზირებენ  ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში. „ლილოს გზაზე სარემონტო სამუშაოების დაწყება ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით გაცილებით დიდ პრობლემებს შექმნის,  ვიდრე ეს პეკინის ქუჩაზე მოხდა. მაგისტრალი არის საერთაშორისო მნიშვნელობის, გზაზე მოძრაობს ადგილობრივი და ტურისტული მგზავრების ნაკადი და სამუშაოების დაწყებამდე მნიშვნელოვანია, მოხდეს სერიოზული კვლევის ჩატარება , საავტომობილო ნაკადის დათვლა. ასევე აუცილებელია  ალტერნატიული მარშრუტის მოძიებაც,“ - აცხადებს „ფორტუნასთან“ ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი. ლილოს გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა გზის დაგება, დიდი ალბათობით,  წინასაარჩევნოდ მოხდება,  რაც მსგავსი მნიშვნელობის გზაზე სამუშაოების წარმოებისთვის  გაუმართლებელ დროდ მიაჩნიათ სპეციალისტებს. „მსგავსი ტიპის საგზაო სამუშაოები , როცა საქმე საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალს ეხება, არა ზაფხულში ან შემოდგომაზე, არამედ თებერვლიდან, გაზაფხულის ჩათვლით, უნდა დაიგეგმოს, როცა ნაკლებია ტურისტული ნაკადი.  როგორც წესი, საგზაო სამუშაოების დაწყებას წინ სერიოზული კვლევები უნდა უძღოდეს, სადაც ყველა პრობლემა და ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, რაც საქართველოში არ ხდება,“ - აცხადებს მესხიშვილი. წლების განმავლობაში დაგროვილი საგზაო სამუშაოების ერთიანად დაწყების გამო, მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა  განსაკუთრებით პიკის საათებში ექმნებათ. საგზაო სამუშაოების გამო, ქუჩის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, როგორც წესი, წინასწარ არ ხდება და დილით მოსახლეობას  ქუჩა სიურპრიზად  შეიძლება, დახვდეს ჩაკეტილი. „ფორტუნა“ იმ ქუჩების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც უახლოეს მომავალში საგზაო სამუშაოების გამო, გზის გადაკეტვა ან მოძრაობის შეზღუდვაა დაგეგმილი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  დღეიდან საავტომობილო მოძრაობა   შეიზღუდება ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება ბორდიურები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. პერიოდულად საავტომობილო მოძრაობა შეფერხდება ვაკის რაიონშიც. გზის სარემონტო სამუშაოები დაიწყება წყნეთის  და ელიავას ქუჩაზე. იგეგმება გზის გადაკეტვაც. სამუშაოები 1 აგვისტოს დასრულდება. კაპიტალურად შეკეთდება რამდენიმე ქუჩა ნაძალადევის რაიონშიც, მათ შორის ხევისუბნის,  მაღაროს, ზვარეთისა და ზედაზნის ქუჩები. ნაძალადევში დაგეგმილი სამუშაოების გამო, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალური გზების გადაკეტვა არ გახდება საჭირო.   თამუნა გოგუაძე   [post_title] => საზაფხულო სიურპრიზი მძღოლებს – მალე მოძრაობა ლილოს გზაზეც შეიზღუდება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sazafkhulo-siurprizi-mdzgholebs-male-modzraoba-lilos-gzazec-sheizghudeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-06-23 17:16:28 [post_modified_gmt] => 2017-06-23 13:16:28 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=60413 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 60231 [post_author] => 3 [post_date] => 2017-06-22 11:40:03 [post_date_gmt] => 2017-06-22 07:40:03 [post_content] => ”ოპელმა” ჰოლანდიელ მამაკაცს ერთი ვიდეო რგოლის გამო ავტომობილი აჩუქა. ავტომოყვარულმა საინტერესო კონკურსში გამარჯვებაადამიანი-ობობაზეგადაღებული ორიგინალური ვიდეოთი შეძლო. აც შეეხება კონკურსს, ის ბრენდმა კამპანიის - Pay by view- ფარგლებში ჩაატარა და მის მონაწილეებს უნდა გადაეღოთ ვიდეო, სადაც Opel-ის ლიმიტირებული სერიის Online Edition-ის ტესტ-დრაივი იქნებოდა ასახული. პირველი ადგილისთვის საბრძოლველად კი კლიპს Youtube-ზე მინიმუმ 922 800 ნახვა უნდა დაეგროვებინა. რაც შეეხება ჰოლანდიელ ადამიან-ობობას მისი ნამუშევარი 1,3 მილიონჯერ ნახეს და სწორედ ამიტომ, მთავარი პრიზი 23 ათას ევროდ შეფასებული ჰეტჩბეკი - Astra მიიღო. აღსანიშნავია, რომ სხვა პრიზების მფლობელები უახლოეს თვეებში გამოვლინდებიან და ავტომობილებს Karl Rocks-სა და Corso- მიიღებენ. https://youtu.be/bl_QtMDSEhg [post_title] => ”ოპელმა” ჰოლანდიელ მამაკაცს ერთი ვიდეორგოლის გამო ავტომობილი აჩუქა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => opelma-holandiel-mamakacs-erti-videorgolis-gamo-avtomobili-achuqa [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-06-22 12:43:30 [post_modified_gmt] => 2017-06-22 08:43:30 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=60231 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 60312 [post_author] => 3 [post_date] => 2017-06-22 17:52:54 [post_date_gmt] => 2017-06-22 13:52:54 [post_content] => გადაცემას ”კანონის ფარგლებში” იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი ლანა ცანავა ესტუმრა. გადაცემის თემა კი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გახლდათ. რამ განაპირობა ე.წ. ”ქურდული სამყაროს”წინააღმდეგ ბრძოლის ახალი საკანონმდებლოცვლილებების პაკეტის შემუშავება? ორგანიზებული დანაშაული ნებისმიერი სახელწიფოსთვის განსაკუთრებით საშიშია და მასთან ბრძოლა პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ადგილობრივ სახეს წარმოადგენს ”ქურდული სამყარო”, რომელიც განსაკუთრებული საშიშროებით გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ მისი მასშტაბი მხოლოდ ერთ დანაშაულს არ მოიცავს და მიმართულია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ. ვიცით, რომ ამ დანაშაულს ახასიათებს ქცევის სპეციალური ნორმები, მაგალითად ის, რომ არ შეიძლება შრომა, იარაღით ხელში სახელმწიფოს დაცვა და ა.შ. საქართველოში ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო ბრძოლა, შევიდა ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში და ასევე მიღებულ იქნა კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ. კანონმა პოზიტიური შედეგი თავის დროზე გამოიღო – დღეს ”ქურდულ სამყაროში” ჩაბმული ადამიანების უმეტესობა მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან წასულია საზღვარგარეთ. მას შემდეგ ათეული წელი გავიდა და მოგეხსენებათ, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მეთოდები და შესაძლებლობები მუდმივად იხვეწება და იცვლება. სასამართლო პრაქტიკამ ასევე გამოავლინა ხარვეზები და გაჩნდა საჭიროება არსებულ რედაქციაში ცვლილებები შესულიყო. გარდა ამისა, აუცილებელია საერთაშორისო მიდგომების გათვალისწინება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო გახდა ცვლილებების განხორციელება საჭირო. რა კვლევებს ეყრდნობა მოცემული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შესწავლილი იქნა თუ არა ამმიმართულების სხვა ქვეყნების გამოცდილება? ”ქურდული სამყარო” არის ორგანიზებული დანაშაულის ადგილობრივი სახე, რომელიც გავრცელებულია საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ის მეოცე საუკუნის 30-იან წლებში წარმოიშვა. რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, არის საერთო მახასიათებლები, რაც ორგანიზებულ დანაშაულს ახასიათებს, სწორედ ამიტომ შევისწავლეთ იტალიის ანტიმაფიური კანონმდებლობა, ასევე ამერიკული რიკოს კანონმდებლობა. გარდა ამისა, არის გაეროს კონვენცია ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მოვახდინეთ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების რეგლამენტაცია. რა სახის ნოვაციებს ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები და რითი განსხვავდება ის კანონის მოქმედი რედაქციისგან? პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მოხდა ”კანონიერი ქურდობის” და ”ქურდული სამყაროს” ბრჭყალებში ჩასმა, რადგან არ შეიძლება არსებობდეს კანონიერი ქურდობა. ქურდობა არის დანაშაული და ის კანონიერი ვერ იქნება. მოქმედი რედაქციები გარკვეულწილად ამ კუთხით ხარვეზებს შეიცავდა. ჩვენ ბრჭყალებში ჩასმის გზით მივუთითეთ, რომ ეს არის სუბკულტურა. საერთაშორისო პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით გვაქვს ორი მიდგომა – ერთი ეს არის კონტინენტური სამართალი და მეორე ანგლო-ამერიკული სამართალი. კონტინენტური სამართლის მიდგომა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მონაწილეობის პრინციპზე აფუძნებს, ხოლო ანგლო ამერიკული დანაშაულებრივ შეთანხმებას ეფუძნება. მონაწილეობის პრინციპის მიხედვით, პირი უნდა მიეცეს პასუხისმგებაში თუ ის აქტიურად მონაწილეობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ხოლო დანაშაულებრივი შეთანხმების კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ არ არის საჭირო პირმა ჩაიდინოს დანაშაული, საკმარისია ის მიუერთდეს ორგანიზაციას და გამოხატოს ნება, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს დანაშაულში. ეს ნიშნავს, რომ ეს არის დასრულებული დანაშაული და ის უნდა დაისაჯოს. თუკი პირები შეკავშირდებიან და გადაწყვეტენ ჩამოაყალიბონ ორგანიზებული დანაშაული, ამ შემთხვევაში ”ქურდული სამყარო”, ეს უკვე დანაშაულია.
არსებითად შეიცვალა ”ქურდული სამყაროს” წევრობის განმარტება. პროექტის თანახმად, ”ქურდული სამყაროს” წევრი არის ”ნებისმიერი პირი”, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მონაწილეობს ან მზადაა მონაწილეობა მიიღოს ”ქურდული სამყაროს” საქმიანობაში. პროექტის მიხედვით, ”ქურდული სამყაროს” წევრობა გახდა დენადი დანაშაული, აღნიშნული უწყვეტად ხორციელდება ამ სტატუსის შეძენიდან მის გაუქმებამდე. ასევე ხდება ტერმინის, ”ქურდული სამყაროს” ლიდერის განმარტება. აღნიშნული ემსახურება ”ქურდულ სამყაროში” მართვისა და ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობის გრადაციას. შეიცვალა ”ქურდული გარჩევის” ცნების განმარტება. მოქმედი რედაქციით, ”ქურდული გარჩევა” არის ”ქურდული სამყაროს” წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება და სხვა უკანონო ქმედება, თუმცა პრაქტიკაში ”ქურდულ გარჩევას” შეიძლება არც ახლდეს მუქარა და იძულება, შესაბამისად წარმოდგენილმა ჩანაწერმა პრაქტიკაში დაკარგა აქტუალობა. პროექტის თანახმად, ”ქურდული გარჩევა” არის ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად პირის ქმედების შეფასება ან ”ქურდული სამყაროს” წევრის მიერ დავის განხილვა. ნორმის გაფართოება მიზანშეწონილია იმ თვალსაზრისით, რომ ”ქურდული გარჩევა” არის სახელწიფოს ფუნქციებში შეჭრა მართლმსაჯულების განხორციელების კონტექსტში. კანონს ემატება ”ქურდული შეკრების” ცნების განმარტება. პროექტის თანახმად, ქურდულ შეკრებას წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. დასჯადი გახდება ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება ქურდული სამყაროს წესების დასადგენად ან შესაცვლელად, ფინანსური რესურსების განკარგვის ან ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის მიზნით.
დაისჯებიან თუ არა ის პირები, რომლებიც არ არიან უშუალოდ ე.წ. ”ქურდული სამყაროს” წევრები, თუმცა გარკვეულ დახმარებას უწევენ ამ კრიმინალურ სუბკულტურას და ამ გზით ხელს უწყობენ ”ქურდულ სამყაროს” თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში? ეს არის კანონპროექტის მთავარი ნოვაცია – ამ მუხლს დაერქვა ”ქურდული სამყაროს” მხარდაჭერა და ნებისმიერი ქმედება (მათ შორის, კანონიერი ხასიათის), რომელიც ხელს შეუწყობს ქურდული სამყაროს არსებობას, არის დასჯადი. თანამონაწილეობა შეიძლება განხორციელდეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითაც. სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმა ემატება, რომლის თანახმად დასჯადი ხდება „ქურდული სამყაროსადმი“ მიმართვა, არ აქვს მნიშვნელობა მოახდენს თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრი რაიმე ზეგავლენას სხვა პირზე ამ მიმართვის შედეგად. სანქციების თვალსაზრისით მკაცრდება თუ არა ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირთა დასჯადობა? პროექტის მიხედვით, ”კანონიერი ქურდობა” 10-დან 15 წლამდე ვადით დაისჯება. 7-დან 10 წლამდე კი გათვალისწინებულია ე.წ. მაყურებლებისთვის. პროექტი პირის მიერ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შემთხვევაში ითვალისწინებს თუ არა რაიმე შეღავათებს ამ პირთა მიმართ? პირი გათავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თუ მან ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. თუ პირი ითანამშრომლებს, ეს იქნება თვითმხილველი მოწმე, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა. იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, აუცილებელია არსებობდეს მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთად. რა შედეგს გამოიღებს სამომავლოდ ამ პროექტის მიღება? პირველ რიგში პრობლემები აღარ შეექმნება ბრალდების მხარეს. აქ იყო ისეთი ნორმები, რომლებიც ხისტ დეფინიციას მოიცავდა და მხოლოდ კონკრეტული ქმედებებით იყო განსაზღვრული. პროექტი ითვალისწინებს ”ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ყოვლისმომცველ და ფართომასშტაბიან მიდგომას. [audio mp3="http://autoradio.ge/wp-content/uploads/2017/06/qurdebi.mp3"][/audio] [post_title] => ”კანონიერი ქურდობა” 10-დან 15 წლამდე ვადით დაისჯება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => kanonieri-qurdoba-10-dan-15-wlamde-vadit-daisjeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-06-23 13:00:03 [post_modified_gmt] => 2017-06-23 09:00:03 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?post_type=gadacema&p=60312 [menu_order] => 0 [post_type] => gadacema [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [3] => WP_Post Object ( [ID] => 59967 [post_author] => 3 [post_date] => 2017-06-21 14:42:36 [post_date_gmt] => 2017-06-21 10:42:36 [post_content] => კლარქსონმა „ერთფეხა“ ჰამონდს ოფისში მუშაობა შესთავაზა. The Grand Tour-ის წამყვანმა დაშავებული მეგობრისთვის ახალი საქმიანობა მოიფიქრა. შოუმენის განცხადებით, მას ბევრი ადამიანი მიმართავს კითხვით თუ რა ბედი ეწევა ჰამონდს ავარიის შემდეგ და შეძლებს თუ არა ის თავისი მოვალეობების შესრულებას. რიჩარდი უახლოესი რამდენიმე თვე ავტომობილის მართვას ვეღარ შეძლებს, ამიტომ შეუძლია ოფისში გადაინაცვლოს. საქმე ისაა, რომ გოგონა რომელიც ყავას ადუღებდა შვებულებაში გავიდა და წამყვანი მის ფუნქციებს შეითავსებს. კლარქსონმა ასევე დაამატა, რომ ამჟამად ჰამონდი შვეიცარიის ალპებში ბრძანდება და სიმპატიური ექთნები მის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ ჰამონდი ელექტრო სუპერქარ Rimac Concept one-ს ცდიდა, როდესაც მართვა დაკარგა და გზიდან გადაფრინდა. [post_title] => კლარქსონმა „ერთფეხა“ ჰამონდს ოფისში მუშაობა შესთავაზა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => klarqsonma-ertfekha-hamonds-ofisshi-mushaoba-shestavaza [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-06-21 14:42:45 [post_modified_gmt] => 2017-06-21 10:42:45 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=59967 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [4] => WP_Post Object ( [ID] => 60280 [post_author] => 3 [post_date] => 2017-06-22 16:31:46 [post_date_gmt] => 2017-06-22 12:31:46 [post_content] => ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.    

ინიციატივის პირველი ნაწილი დადებითად ფასდება

საკანონმდებლო პაკეტის ეს ნაწილი ვიდეოჯარიმების გადახდის წახალისებასთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ შეაფასა. მისი თქმით, ეს ცალსახად დადებითი ინიციატივაა.
„ყველაფერი რჩება ისევ ისე, როგორც იყო, უბრალოდ არსებულს ემატება ათ დღიანი საშეღავათო პერიოდი. მოქალაქეს ისევ უტოვებენ უფლებას, რომ ჯარიმა გაასაჩივროს მეთორმეტე ოთახში, სასამართლოში და ა.შ. მე თვითონ, ხანდახან „შემომერღვევა“ ხოლმე წესები. თუ ვგრძნობ რომ ნამდვილად დავარღვიე აღარ ვუცდი სანამ მომიტანენ და ჩამაბარებენ ჯარიმას. ასე, რომ თუ ვიცი რომ 20%-იანი ფასდაკლება მაქვს, აუცილებლად უფრო მალე გადავიხდი. ეს დამატებითი წახალისებაა, იმისთვის რომ ვიდეოჯარიმები საურავებამდე და დავამდე არ მივიდეს. ასეთი გამოცდილება ბევრ ქვეყანაშია“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ “ფორტუნასთან”.
„ფორტუნა“ დაახლოებით, 20 მძღოლს ესაუბრა. მათი ის ნაწილი, რომელიც ჯარიმებს იხდის, ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ 10 დღის ვადაში უფრო მობილიზებულები იქნებიან და ნაკლების გადახდა მათთვის წახალისებაა.
„ძალიან კარგი ინიციატივაა, როგორც იქნა რაღაც ჩვენს სასარგებლოდ კეთდება. მე სულ ერთი ვიდეო ჯარიმა მაქვს და მუდმივად ვცდილობ არ დავარღვიო, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, აუცილებლად ვეცდები მალე და ნაკლები გადავიხადო“, – განაცხადა ჩვენთან ერთ-ერთმა მძღოლმა.
ხოლო ისინი, ვინც ჯარიმებს ქვითრის ჩაბარებამდე არ იხდიან, ამბობენ, რომ მხოლოდ ეს ინიციატივა არაფერს შეცვლის, რადგან ისინი ჯარიმების ჩამოწერას განაგრძობენ.
„ვინც ჯარიმას არ იხდის, არც ამ „წახალისების“ შემთხვევაში გადაიხდის, რადგან იციან რომ არ იძებნებიან და ქვითარი ვერ ჩაბარდებათ, ვინც იხდის მათთვის შეღავათია, ნაკლებს გადაიხდიან, მაგრამ რამდენად მომგებიანია ეს ბიუჯეტისთვის? ამაში ეჭვი მეპარება“, – ამის შესახებ ფორტუნასთან BMW Club Georgia–ს დამფუძნებელმა გიგი ტუღუშმა.
თუმცა….  

მძღოლები ვიდეოჯარიმებს ვეღარ ჩამოწერენ?

კანონმორჩილი მოქალაქეების წახალისების გარდა, ცვლილებები მათაც შეეხებათ, ვინც ვიდეო ჯარიმებს თავს ე.წ. „ჩამოწერის“ მეშვეობით იცილებს. რადგან, პროექტი ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. კერძოდ, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს. თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. აღსანიშნავია, აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში. შალვა ოგბაიძის განცხადებით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხდება კანონპროექტის ამ ნაწილის განხორციელება. შსს–ც ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
„თუ პირი ფიზიკურად აქ არ არის და დროებითაა ჩამოსული, ან არ იძებნება, რა მეთოდია ამ ცვლილების აღსრულებისთვის ბუნდოვანია. ამაზე შეფასებას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებ, რაც დეტალებს დავაზუსტებ“, – აღნიშნა მან „ფორტუნასთან“.
 

კანონპროექტის მიზანი

ამ მიდგომით გაიზარდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები – ასეთია შსს–ს განმარტება კანონპროექტთან დაკავშირებით. „ფორტუნამ“ აზრი ეკონომისტებსაც ჰკითხა. რამდენად იმოქმედებს ინიციატივა და იქნება თუ არა ექსპერტების აზრით ეს კანონპროექტი ეფექტიანი? ექსპერტის მათე გალდავას აზრით, ეს ძალიან სამართლიანი კანონპროექტია, რომელიც სავარაუდოდ, კარგად ამოქმედდება.
„ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბიუჯეტში ფულის უფრო სწრაფად შედინებას. ბუნებრივია, ეს ერთგვარი სტიმულიცაა დაჯარიმებული ადამიანებისთვის. მოქმედ კანონზე უკეთესია ეს ინიციატივა. ამასთან ყველა მოქალაქეს თანაბარუფლებიან პირობებში აყენებს. თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა რომ ჯარიმა თავიდან აიცილოს, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ჯარიმას. ის უნდა იყოს დაწესებული ან არ უნდა იყოს. ასე რომ ინიციატივის ეს ნაწილიც მისასალმებელია. სანამ საშუალება იქნება, რომ ვინმემ ჯარიმა არ გადაიხადოს, არავინ გადაიხდის, რადგან გადასაყრელი ფული არავის აქვს“, – აღნიშნა მათე გალდავამ.
*** პროექტის თანახმად, ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინგით გამცემ კომპანიებს; გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში ოპერირებადი ბიზნეს-სექტორისთვის. ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის. როგორც შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, საკანონმდებლო ცვლილება მთავრობამ უკვე მოიწონა. უახლოეს მომავალში მას პარლამენტში განიხილავენ. თამთა უთურგაშვილი [post_title] => 20%–იანი ფასდაკლება ჯარიმებზე და ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ვიდეოჯარიმებს ვეღარ “ჩამოიწერთ” [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 20-iani-fasdakleba-jarimebze-da-iniciativa-romlis-mikhedvitac-videojarimebs-veghar-chamoiwert [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-06-22 16:32:02 [post_modified_gmt] => 2017-06-22 12:32:02 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=60280 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 5 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 60413 [post_author] => 3 [post_date] => 2017-06-23 17:16:28 [post_date_gmt] => 2017-06-23 13:16:28 [post_content] => კიდევ ერთი საგზაო სიურპრიზი მოსახლეობას - პეკინის გამზირის შემდეგ, თბილისის მერია ლილოს გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას გეგმავს. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს პროექტირება და გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. საუბარია ე.წ. აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინის ხიდამდე გზის მონაკვეთზე,  სადაც მოხდება ასფალტის ძველი საფარის აყრა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება - სრულად გამოცვლა და ასფალტის ახალი საფარის დაგება. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროცესში საავტომობილო მოძრაობა არ გადაიკეტება , თუმცა დაწესდება შეზღუდვები. საგზაო სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება პროექტის ექსპერტიზა და ტენდერის გამოცხადება. კახეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  შეფერხება არამარტო თბილისელებს, ქალაქიდან გამსვლელ ნებისმიერ მძღოლს  და ტურისტსაც შეეხება. მაგისტრალურ გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით სერიოზულ პრობლემებს პროგნოზირებენ  ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში. „ლილოს გზაზე სარემონტო სამუშაოების დაწყება ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით გაცილებით დიდ პრობლემებს შექმნის,  ვიდრე ეს პეკინის ქუჩაზე მოხდა. მაგისტრალი არის საერთაშორისო მნიშვნელობის, გზაზე მოძრაობს ადგილობრივი და ტურისტული მგზავრების ნაკადი და სამუშაოების დაწყებამდე მნიშვნელოვანია, მოხდეს სერიოზული კვლევის ჩატარება , საავტომობილო ნაკადის დათვლა. ასევე აუცილებელია  ალტერნატიული მარშრუტის მოძიებაც,“ - აცხადებს „ფორტუნასთან“ ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი. ლილოს გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა გზის დაგება, დიდი ალბათობით,  წინასაარჩევნოდ მოხდება,  რაც მსგავსი მნიშვნელობის გზაზე სამუშაოების წარმოებისთვის  გაუმართლებელ დროდ მიაჩნიათ სპეციალისტებს. „მსგავსი ტიპის საგზაო სამუშაოები , როცა საქმე საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალს ეხება, არა ზაფხულში ან შემოდგომაზე, არამედ თებერვლიდან, გაზაფხულის ჩათვლით, უნდა დაიგეგმოს, როცა ნაკლებია ტურისტული ნაკადი.  როგორც წესი, საგზაო სამუშაოების დაწყებას წინ სერიოზული კვლევები უნდა უძღოდეს, სადაც ყველა პრობლემა და ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, რაც საქართველოში არ ხდება,“ - აცხადებს მესხიშვილი. წლების განმავლობაში დაგროვილი საგზაო სამუშაოების ერთიანად დაწყების გამო, მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა  განსაკუთრებით პიკის საათებში ექმნებათ. საგზაო სამუშაოების გამო, ქუჩის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, როგორც წესი, წინასწარ არ ხდება და დილით მოსახლეობას  ქუჩა სიურპრიზად  შეიძლება, დახვდეს ჩაკეტილი. „ფორტუნა“ იმ ქუჩების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც უახლოეს მომავალში საგზაო სამუშაოების გამო, გზის გადაკეტვა ან მოძრაობის შეზღუდვაა დაგეგმილი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  დღეიდან საავტომობილო მოძრაობა   შეიზღუდება ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება ბორდიურები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. პერიოდულად საავტომობილო მოძრაობა შეფერხდება ვაკის რაიონშიც. გზის სარემონტო სამუშაოები დაიწყება წყნეთის  და ელიავას ქუჩაზე. იგეგმება გზის გადაკეტვაც. სამუშაოები 1 აგვისტოს დასრულდება. კაპიტალურად შეკეთდება რამდენიმე ქუჩა ნაძალადევის რაიონშიც, მათ შორის ხევისუბნის,  მაღაროს, ზვარეთისა და ზედაზნის ქუჩები. ნაძალადევში დაგეგმილი სამუშაოების გამო, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალური გზების გადაკეტვა არ გახდება საჭირო.   თამუნა გოგუაძე   [post_title] => საზაფხულო სიურპრიზი მძღოლებს – მალე მოძრაობა ლილოს გზაზეც შეიზღუდება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sazafkhulo-siurprizi-mdzgholebs-male-modzraoba-lilos-gzazec-sheizghudeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-06-23 17:16:28 [post_modified_gmt] => 2017-06-23 13:16:28 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=60413 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 0 [max_num_pages] => 0 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => 1 [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 9946fb37f5d3c68c0fbf78941f810d8e [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )