live

როგორ შევურჩიოთ საახალწლოდ საჩუქარი ბავშვს – სპეციალისტის რეკომენდაციები

როგორ შევურჩიოთ საახალწლოდ საჩუქარი ბავშვს – სპეციალისტის რეკომენდაციები

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი პატარებისთვის, უნდა გავითვალისწინოთ თუ არა მათი სურვილები, შეიძლება თუ არა პლანშეტის ჩუქება ბავშვებისთვის და როდიდან არის რეკომენდებული საახალწლო ზეიმებზე, კონცერტებსა თუ წარმოდგენებზე დასწრება – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ილიას უნივერისტეტის პროფესორმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო ნატა, რა ასაკიდან აღიქვამს ბავშვი ახალ წელს?

საახალწლო განწყობის შექმნა შეიძლება იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვი მეტნაკლებად კარგად აღიქვამს გარე სამყაროს. ეს შეიძლება იყოს 7 ან 8 თვის შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ასაკი, როცა ვარჩევთ საახალწლო დეკორაციებს, სათამაშოებს თუ საჩუქრებს. ასაკი განსაზღვრავს იმას, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც სიურპრიზი და როგორც საჩუქარი. თუ მცირეწლოვან ბავშვებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია ტრადიციული საახალწლო გარემო იყოს ოჯახში, თუმცა, დაცული იყოს ბავშვის უსაფრთხოების ზომებიც. ნაძვის ხე, რომელსაც ჩვენ ვრთავთ, ხშირად შემკულია ისეთი სათამაშოებით, რომლებიც მტვრევადია. ამიტომ მცირეწლოვანებისთვის კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის გარშემო ჯებირს გავაკეთებთ. ბავშვებს 1 წლის ასაკიდან და მერეც, დაახლოებით 2 წლამდე ძალიან უნდათ, რომ შეეხონ ამ სათამაშოებს და ხშირად ისინი გაუცნობიერებლად ხელს სტაცებენ და მოიწვდიან მათ. ამის აკრძალვა არ არის კარგი, თუმცა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვმა არაფერი დაიზიანოს.

როგორც წესი, მშობლები თავად არჩევენ სათამაშოებს პატარებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევანი საკმადო დიდია, არსებობს თუ არა ფსიქოლოგთა რეკომენდაციები, რისი ყიდვა ჯობს ახალ წელს პატარებისთვის?

კონკრეტულად საახალწლო სათამაშოებთან მიმართებაში რეკომენდაციები ფსიქოლოგებს არ გვაქვს. აქ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარება, ასაკი და ის, თუ რა მნიშვნელობის იქნება ეს სათამაშო, რომელსაც ვარჩევთ. პირდაპირ გეტყვით, რაოდენობას  და ფასს არავითარ შემთხვევაში, მათ შორის არც ახალ წელს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ის ბავშვს მოწონდეს, ხოლო თუ ის მეტყველებს და ამბობს, რა სურს, სათამაშოს შერჩევა შეიძლება მშობლებთან შეთანხმებით. თუ ბავშვი ჯერ არ საუბრობს, კარგი იქნება თუ განვითარებისთვის საჭირო ე.წ ფუნქციურ სათამაშოებს შეარჩევს მშობელი, რომელიც ანვითარებს მოტორიკას, მეტყველებას და ა.შ.

უნდა შევიძინოთ თუ არა პლანშეტი ბავშვისთვის, თუ ეს მისი საახალწლო სურვილია და რა ვქნათ, როცა პატარა ერთდროულად რამდენიმე საჩუქარს გვთხოვს საახალწლოდ?

ვფიქრობ, რომ მოხერხებული და დაფიქრებული მშობელი ალბათ შეძლებს, რომ შეთანხმდეს შვილთან, რამდენი სათამშო შეიძლება მოიტანოს თოვლის პაპამ. ამ დროს ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ ოჯახის ბიუჯეტიც. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი იმაზე, რას მოგვიტანენ, დავიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ახალი წელი მოახლოვდება და ბავშვებს ჰქოდეთ შეთანხმებული მოლოდინი. მშობლები, რომლებიც ცდილობენ დაითანხმონ ბავშვები პოზიტიური კომუნიკაციის ხერხებთ, აუცილებლად მოახერხებენ, რომ დაიყოლიონ შვილები იმ სათამაშოებზე, რომლებიც თვლიან, რომ კარგი იქნება. რაც შეეხება პლანშეტს, ეს ჩვენს სოციუმში უკვე სერიოზული პრობლემაა. მათ შორის ნებისმიერი გაჯეტი, რომელთანაც ბავშვს შეხება უწევს.

მოგახსენებთ, რომ პატარა ასაკში გაჯეტების ინტენსიური გამოყენება, იწვევს განვითარების შეფერხებას, კონკრეტულად, მეტყველების და კომუნიკაციის უნარების შეფერხებას. ამიტომ მშობლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ  და ისევ ასაკზე გავაკეთებ აქცენტს, განსაკუთრებით საზიანოა ერთი წლის ასაკიდან ან მანამდე პლანშეტებთან და გაჯეტებთან ინტენსიური კომუნიკაცია იმიტომ, რომ ბავშვს მეტყველების და კომუნიკაციის უნარის განვითარებისთვის სჭირდება ცოცხალი, ცხადი კომუნიკაცია, რომელსაც ახორციელებენ ადამიანები.

გაჯეტი ცოცხალი კომუნიკაცია არ არის, ესაა ცალმხრივი ინტერაქცია, რომლის დროსაც ძალიან ბევრი სტიმული არის ეკრანზე, ფორმების, ფერების თვალსაზრისით და ეს უბრალოდ აბამს ბავშვებს პლანშეტთან და იწვევს დამოკიდებულებას. მერე ცხადია, შესაძლოა რთული ქცევა გამოიწვიოს და მშობლებს უჭირთ ამ ქცევასთან გამკლავება, ნებდებიან და უფრო ხანგრძლივად ტოვებენ ბავშვებს. პირდაპირ ვიტყვი, მივცემ თავ ამის ნებას, იმიტომ, რომ მე პრაქტიკოსი ვარ და ბოლო დროს ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, როდესაც პლანშეტებთან გაყინული ბავშვები მოდიან მეტყველების განვითარების შეფერხებით. პირდაპირ ვიტყვი, ძახილის ნიშნებით, მოარიდეთ შვილები პლანშეტებს, განსაკუთრებით სამი წლის ასაკამდე.

სამი წლის ზევით?

ვერაფრით ვიტყვი, რომ 21-ე საუკუნეში საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ტექნიკა, რადგან ბავშვები ხედავენ გარემოში ტექნიკას, ხედავენ მშობლებს, რომლებიც ამას იყენებენ და არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც ახლა ვიტყვი. ბავშვები სწავლობენ მაგალითის საფუძველზე, თუ მშობელი სახლში მოსვლის შემდეგ, ინტენსიურად ფიქსირებულია ელექტრონულ მოწყობილობაზე, ბავშვი ამ ქცევას გადაიღებს და ბაძავს მშობელს უნებლიედ.  როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ შენ ეს გეკრძალება, ის ვერაფრით ვერ გაიგებს რატომ, რადგან მისთვის ავტორიტეტული ადამიანი ამას აკეთებს, მშობლის მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მშობლებო, მოშორდით ეკრანებს, გააძლიერეთ ბავშვებთან კომუნიკაცია და გამოიყენეთ ეკრანები მხოლოდ მაშინ, როდესაც ხართ სამსახურში ან კონკრეტული მიზნებით.

ოჯახის წევრებმა უნდა შეცვალონ ეკრანებთან ურთიერთობა ოჯახთან ურთიერთობით და ბავშვებთან კომუნიკაციით – ეს ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს. მეორე,  როცა ბავშვი იზრდება და უახლოვდება სასკოლო ასაკს, უკვე დადის სკოლაში, აქვს დავალებები, რომელიც ინტერნეტით უნდა შეასრულოს ან მოიძიოს მასალა, კი ბატონო. მაგრამ ამის გარდა არსებობს ტექნიკის გამოყენების სხვა აქტივობები, მაგალითად თამაშები, ინფორმაციის მოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მშობელმა აკონტორლოს დრო, რომელსაც ბავშვი ატარებს გაჯეტთან. ამ დროის გაუკონტოლებლობა, თუნდაც მაშინ როცა მეტყველება განვითარებულია, იწვევს პრობლემას. ამიტომ დროის კონტროლი, ლიმიტების დაწესება და ამაში პრინციპული აზრის შენარჩუნება და თანმიმდევრულობა, არის ერთ-ერთი გამოსავალი.

რა როლს ასრულებს ნაძვის ხის მორთვა, საახალწლო დეკორაციების მომზადება პატარას განვითარებაში?

კი, ეს მას ეხმარება განვითარებაში. ნაძვის ხის მორთვა, ეს არის აქტივობა, რომელიც კონკრეტული უნარების გამოყენებას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა, ვიყო ჩართული ანუ ვიგრძნო თავი ოჯახის წევრად, დავიცვა ის ტრადიცია, რომელიც ოჯახს აქვს და ამის საშუალება ბავშვსს უნდა მივცეთ. მაგალითად ძალიან კარგია, თუ ნაძვის ხის ან ახალი სათამაშოების საყიდლად ერთად გადავაადგილდებით, ასევე როცა პატივს ვცემთ მათ არჩევანს, როდესაც ის ნაძვის ხის სათამაშოებს არჩევს, ესეც ძალიან კარგია. აქტიურად ჩართეთ  ბავშვები საახალწლო დეკორაციების მოწყობაში, ეს შეიძლება იყოს საკუთარი ხელით დამზადებული დეკორაციები და სათამაშოები. ამის გაკეთებას სკოლები და ბაღები ცდილობენ ხოლმე. საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშო ბავშვს განვითარებაში უწყობს ხელს და იმის განცდას უჩენს, რომ მან შეძლო, რაღაც შეექმნა.

საახალწლო ზეიმებზე მინდა გკითხოთ, რომლებიც ბაღებში იმართება…

გააჩნია, როგორი ფორმა აქვს ზეიმს, აქტივობას, რომელიც უკავშირდება სასწავლო წლის დამთავრებას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თუ როგორ გეგმავს კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება ამას. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, ქართულ ბაღებსა და სკოლებში შემორჩენილია კონკრეტული ზეიმის ტიპი, რომელიც გულისხმობს წვრთნას, ანუ მომზადებას ცეკვაში, სიმღერაში, გრძელი ლექსების თქმაში და ეს ეხება მცირეწლოვან ბავშვებს, 2-დან 3 წლამდე და მერე მოდის ფორსირება და დაძალება. მივმართავ სრულიად საქართველოს კერძო ან საჯარო ბაღებს, ცოტა უფრო შემოქმედებითნი იყავით. არ არის აუცილებელი, რომ ზეიმი სტანდარტულად, რაც 40 წლის წინ ხდებოდა იმ ფორმით გვქონდეს. ნუ ჩავრჩებით იმ დროში, რომელიც უკვე წავიდა. ეს მარტივად შეიძლება იყოს აქტივობა, რომლის დროსაც მოდის რომელიმე საყვარელი მულტფილმის გმირი, ან ვაკეთებთ ჩვენი ნამუშევრების გამოფენას, სადაც მშობლები მოდიან  და ერთად ვერთობით. ან გვეკითხებიან გამოცანებს და ჩვენ ამაზე ვპასუხობთ ან ნაკლებად ორგანიზებული სიტუაციაა, სადაც ყველა ერთობა. ძალიან მაწუხებს ხოლმე ის ფაქტი, რომ აქეთ მხარეს სხედან მშობლები, იქეთ მხარეს დგანან ბავშვები, რომლებიც დიდ სცენაზე უნდა წარსდგნენ და ეს მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ისინი ღელავენ და ამაზე არავინ ფიქრობს. მანადე არის რეპეტიციები, ბავშვების მომზადება, მშობლები ფორმებით დარბიან, მასწავლებლები ითხოვენ რომ ეს ფორმები გამოვიტანოთ, გვქონდეს რამდენიმე ფორმა და ამით ყველა ისტრესება. რის ხარჯზე? მაშინ, როცა ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ვითარდება ჩვენი შვილი და არა ის, თუ რამხელა ლექსი თქვა.

როდესაც ბავშვი არ არის ასაკის გამო შესაბამისად განვითარებული, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან პატარაა, ნუ მოვთხოვთ მას იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. თუ ჩვენ ვიქნებით ბავშვების მოთხოვნებზე და მათ განვითარებაზე ორიენტირებულნი, უფრო კარგად გამოგვივა ყველაფერი.

მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვი არ ჩერდება საახალწლო კონცერტებსა და წარმოდგენებზე. ესაა ქცევის პრობელმა თუ ასაკის?

იმიტომ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა. მოდით ვისაუბროთ ნორმაზე. ქცევის პრობლემის მქონე ბავშვებიც არსებობენ, მაგრამ აქაც და იმედია ეს არავის ეწყინება, კარგად დაგეგმილ აქტივობაზე, შესაბამისი ასაკის ბავშვები აუცილებლად გაჩერდებიან. მე თუ ვთხოვ სამი წლის ბავშვს, რომ გაჩერდეს 2 საათი წარმოდგენაზე, სადაც ერთმანეთს მიყვება სიმღერები და ცეკვები, მათთვის უცნობი ადამიანები გამოდიან და მათი ჩართულობა მინიმალურია, ცხადია ბავშვს გაუჭირდება. პატარებს უნდათ, რომ თვითონაც ჩართულები იყვნენ აქტივობებში. უნდათ, რომ რაღაც გააკეთონ, მივიდნენ სცენასთან. აქაც მივდივართ კონცერტების ორგანიზატორებამდე და ვფიქრდებით, იციან თუ არა მათ ასაკობრივი ნორმები, იციან თუ არა, როგორი უნდა იყოს ეს აქტივობა. რაღაცეები იცვლება, ნელა მაგრამ იცვლება. მაგალითად, ბოლო დროს კომუნიკაცია მოდის სცენიდან, შარშან მე და ჩემი შვილები ვიყავით და ვნახეთ, რომ იქიდან ბურთებს გვესროდნენ, აიყვანეს პატარები სცენაზე, ჩამოვიდნენ გმირები, მოვიდნენ ხელი ჩამოგვართვეს, ეს უკვე კარგია, მაგრამ ძირითადად, ეს პრობლემები რჩება. მე სულ განცდა მაქვს, რომ სადღაც გავიჭედეთ და პროგრესი ამ თვალსაზრისით არ გვაქვს. ბავშვის გართობა, ზეიმი, კონცერტი საახლწლო დღესასწაულები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეჟისურა, ოპერატორების ნამუშევარი და ბევრი სხვა ნიუანსის ცოდნა და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტირება აუცილებელია, მე ეჭვი მაქვს, რომ ამას არავინ აკეთებს. მხოლოდ კომერციაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს ეს აქტივობები. ბიზნესი უნდა კეთდებოდეს კარგად, მოწესრიგებულად, სუფთად.

ბავშვი არის არსება, რომლის ინტერესის გათვალსწინება არის უმნიშვნელოვანესი შემდგომში ადეკვატური საზოგადოების ფორმულირებისთვის. ამაზე ჩვენ არ ვფიქრდებით და ეს ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა. ბოლო პერიოდის მოვლენებიც აფიქსირებს იმას, რომ ჩვენ ბავშვებზე ნაკლებად ვფიქრობთ.

სოციალურ ქსელში დიდი აურზაური გამოიწვია სათამაშო თოფების თემამ. დაიწერა, რომ ბევრ ქვეყანაში ის არც იყიდება, რადგან ის ბავშვებში აგრესიას აღვიძებს. რამდენად სწორია  ეს მოსაზრება?

პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ხშირი თამაში თოფებით და ისეთი ინტერნეტთამაშები, სადაც ხოცვა, კვლა და იარაღის გამოყენებაა, ნამდვილად ზრდის აგრესიული ქცევის რისკს. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად უნდა ავკრძალოთ ეს სათამაშო, შეიძლება ამის დოზირებულად გამოყენება. სათამაშოებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა, გვაქვს გოგონების და ბიჭების სათამაშოები, რაც არის აბსურდი. თანაბრად შეუძლია გოგონამ ითამაშოს თოფით, მანქანით. ისევე როგორც ბიჭმა თოჯინით, სამზარეულოს ინვენტარით და ა.შ. მოსაზრება, რომ რათ გინდა ეს ჭიქა და ტაფა, ის გოგოსია, ან ვარდისფერი გოგოს ფერია, არასწორია. ჩემთან მოსული მშობლების ძალიან დიდი ნაწილი ამბობს, რა მეშველება, დაიწყო თოჯინებით თამაში და ამ დროს ძალიან მარტივი პრინციპია. ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც მამა მუდმივად სამსახურშია და სახლში არიან დეიდა, ბებო, დედა და დედის მეგობრები, რომლებიც ეგრეთწოდებულ ქალურ აქტივობებს ახორციელებენ. ბავშვი უბრალოდ ამის კოპირებას ახდენს, რაც ჩვეული ამბავია. ის ქვეტექსტი, რომ სექსუალური ორიენტაციის პრობლემა ხომ არის არის 5 წლის ბავშვთან, აბსურდამდე მისული მოსაზრებაა. ეს თემა ჩვენ ძალიან გვაწუხებს და არაადეკვატურები ვართ ქართველები. თუ მშობლებს უნდათ, რომ ბიჭებთან დაკაშირებული აქტივობები, მამასთან იდენტიფიკაცია ან  მამაზე სწორება გაძლიერდეს, გავააქტიუროთ მამა. ხოლო მომავალში რა იქნება, ამას თავად ბავშვი გადაწყვეტს.

 

29 დეკემბერი, 2017

image
WP_Query Object ( [query] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) ) [query_vars] => Array ( [post_type] => Array ( [0] => post [1] => gadacema ) [showposts] => 5 [order] => DESC [orderby] => meta_value_num [meta_key] => post_views_count [post_status] => publish [ignore_sticky_posts] => 1 [no_found_rows] => 1 [date_query] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago ) ) [error] => [m] => [p] => 0 [post_parent] => [subpost] => [subpost_id] => [attachment] => [attachment_id] => 0 [name] => [static] => [pagename] => [page_id] => 0 [second] => [minute] => [hour] => [day] => 0 [monthnum] => 0 [year] => 0 [w] => 0 [category_name] => [tag] => [cat] => [tag_id] => [author] => [author_name] => [feed] => [tb] => [paged] => 0 [meta_value] => [preview] => [s] => [sentence] => [title] => [fields] => [menu_order] => [embed] => [category__in] => Array ( ) [category__not_in] => Array ( ) [category__and] => Array ( ) [post__in] => Array ( ) [post__not_in] => Array ( ) [post_name__in] => Array ( ) [tag__in] => Array ( ) [tag__not_in] => Array ( ) [tag__and] => Array ( ) [tag_slug__in] => Array ( ) [tag_slug__and] => Array ( ) [post_parent__in] => Array ( ) [post_parent__not_in] => Array ( ) [author__in] => Array ( ) [author__not_in] => Array ( ) [suppress_filters] => [cache_results] => 1 [update_post_term_cache] => 1 [lazy_load_term_meta] => 1 [update_post_meta_cache] => 1 [posts_per_page] => 5 [nopaging] => [comments_per_page] => 50 ) [tax_query] => WP_Tax_Query Object ( [queries] => Array ( ) [relation] => AND [table_aliases:protected] => Array ( ) [queried_terms] => Array ( ) [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID ) [meta_query] => WP_Meta_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [key] => post_views_count ) [relation] => OR ) [relation] => AND [meta_table] => gvz0e_postmeta [meta_id_column] => post_id [primary_table] => gvz0e_posts [primary_id_column] => ID [table_aliases:protected] => Array ( [0] => gvz0e_postmeta ) [clauses:protected] => Array ( [gvz0e_postmeta] => Array ( [key] => post_views_count [compare] => = [alias] => gvz0e_postmeta [cast] => CHAR ) ) [has_or_relation:protected] => ) [date_query] => WP_Date_Query Object ( [queries] => Array ( [0] => Array ( [after] => 3 days ago [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [column] => post_date [compare] => = [relation] => AND ) [relation] => AND [column] => gvz0e_posts.post_date [compare] => = [time_keys] => Array ( [0] => after [1] => before [2] => year [3] => month [4] => monthnum [5] => week [6] => w [7] => dayofyear [8] => day [9] => dayofweek [10] => dayofweek_iso [11] => hour [12] => minute [13] => second ) ) [request] => SELECT gvz0e_posts.ID FROM gvz0e_posts INNER JOIN gvz0e_postmeta ON ( gvz0e_posts.ID = gvz0e_postmeta.post_id ) WHERE 1=1 AND ( gvz0e_posts.post_date > '2018-08-15 21:56:03' ) AND ( gvz0e_postmeta.meta_key = 'post_views_count' ) AND gvz0e_posts.post_type IN ('post', 'gadacema') AND ((gvz0e_posts.post_status = 'publish')) GROUP BY gvz0e_posts.ID ORDER BY gvz0e_postmeta.meta_value+0 DESC LIMIT 0, 5 [posts] => Array ( [0] => WP_Post Object ( [ID] => 91272 [post_author] => 8 [post_date] => 2018-08-16 14:06:51 [post_date_gmt] => 2018-08-16 10:06:51 [post_content] => „ფორმულა 1“-ის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყოფილი სპორტსმენი ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს. მრბოლელის ოჯახი ესპანეთში, მალიორკაზე მდებარე 30 მილიონ ევროდ შეფასებულ ვილაში გადადის საცხოვრებლად. ვილა წარსულში მადრიდის „რეალის” პრეზიდენტს ლორენტინო პერესს ეკუთვნოდა. საკურორტო ზონას გასაიდუმლოებული და უცხო თვალისგან მოშორებული მდებარეობა აქვს და პალმა დე მალიორკადან 20 წუთის სავალზეა. როგორც ცნობილია, შუმახერი მკურნალობას ესპანეთში გააგრძელებს. რა ვადით დარჩება მიხაელის ოჯახი მალიორკაზე საცხოვრებლად, ამ დროისთვის უცნობია.   2013 წლის დეკემბერში შუმახერი საფრანგეთის ალპებში სრიალისას დაიმტვრა. უბედური შემთხვევის გამო მან თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და დღემდე რეაბილიტაციას გადის. მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონის ჯანმრთელობის შესახებ ზუსტი ცნობები ცნობილი არ არის. [post_title] => შუმახერის ცოლმა მიხაელი მალიორკაზე გადაიყვანა „რეალის“ პრეზიდენტის ყოფილ ვილაზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => shumakheris-colma-mikhaeli-maliorkaze-gadaiyvana-realis-prezidentis-yofil-vilaze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-16 14:06:51 [post_modified_gmt] => 2018-08-16 10:06:51 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=91272 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 91280 [post_author] => 17 [post_date] => 2018-08-16 14:47:42 [post_date_gmt] => 2018-08-16 10:47:42 [post_content] => ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა. დღეიდან არც ერთ ავტობუსში კონდუქტორი აღარ იმუშავებს და შესაბამისად, მგზავრები ბილეთს ვეღარ შეიძენენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები დააჯარიმებენ, რომლებიც პროცესებს სხვადასხვა გაჩერებაზე გააკონტროლებენ. ელექტრონული ბარათის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ავტობუსებშია გამოკრული. [post_title] => ბათუმის ავტობუსში კონდუქტორი აღარ იმუშავებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => batumis-avtobusshi-konduqtori-aghar-imushavebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-16 14:47:42 [post_modified_gmt] => 2018-08-16 10:47:42 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=91280 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 91321 [post_author] => 8 [post_date] => 2018-08-17 14:46:40 [post_date_gmt] => 2018-08-17 10:46:40 [post_content] => ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჩაკ ნორისი, „ტოიოტას“ ახალი სარეკლამო რგოლის გმირი გახდა. Toyota Tacoma-ს სარეკლამო რგოლი 80-იანი წლების ბოევიკის სტილშია გადაწყვეტილი, სადაც ჩაკ ნორისის ავტოგრაფიანი Tacoma ნამდვილ სუპერგმირად გადაიქცევა. ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის შექმნილ პიკაპს, 2,7 ლიტრიანი 161 ცხენის ძალის მქონე ძრავი და ექვს სიჩქარიანი მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს. ახალი ავტომობილის ფასი 25400 დოლარია. [post_title] => ძველი ბოევიკი დ ახალი Tacoma: ტოიოტამ რეკლამაში ჩაკ ნორისი გადაიღო [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => dzveli-boeviki-d-akhali-tacoma-toiotam-reklamashi-chak-norisi-gadaigho [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-17 14:46:40 [post_modified_gmt] => 2018-08-17 10:46:40 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=91321 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [3] => WP_Post Object ( [ID] => 91229 [post_author] => 8 [post_date] => 2018-08-16 11:08:49 [post_date_gmt] => 2018-08-16 07:08:49 [post_content] => ცნობილ ქართველ ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრების მეკარეს ნუკრი რევიშვილს შვილი გარდაეცვალა. ტრაგედია 15 აგვისტოს მოხდა. ზუსტი დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ცხრა წლის გოგონას, ტატიანას (ტატა) დენმა დაარტყა. ნუკრი რევიშვილის მეუღლე ცნობილი მოდელი თიკო ჩხეიძეა. ტატა მათი პირველი შვილი იყო. ტრაგედიის გამო, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს გამოხატავს ფეხბურთელის და მისი ოჯახის მიმართ.   [post_title] => ტრაგედია: ნუკრი რევიშვილს 9 წლის შვილი გარდაეცვალა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tragedia-nukri-revishvils-9-wlis-shvili-gardaecvala [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-16 11:08:49 [post_modified_gmt] => 2018-08-16 07:08:49 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=91229 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [4] => WP_Post Object ( [ID] => 91257 [post_author] => 17 [post_date] => 2018-08-16 12:13:48 [post_date_gmt] => 2018-08-16 08:13:48 [post_content] => გავრცელებული ჭორების მიუხედავად, თითქოს დევიდი და ვიქტორია ბექჰემი ერთმანეთს შორდებიან, წყვილი უკვე ორი კვირაა ისვენებს ბალიზე. მეუღლეებმა როგორც იქნა გამონახეს დრო და შვებულების გატარება შვილებთან ერთად გადაწყვიტეს. ვიქტორიამ კატეგორიულად უარყო ხმები მეუღლესთან განქორწინების შესახებ და Instagram-ში რამდენიმე ფოტოც გამოაქვეყნა, რომელთა შორსი განსაკუთრებით რომანტიკული ყვავილის ფოთლებით დაწერილი ინიციალები VB და DB აღმოჩნდა. (ფოტოები) [post_title] => ბექჰემების რომანტიკული საღამო ბალიზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => beqhemebis-romantikuli-saghamo-balize [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-16 12:13:48 [post_modified_gmt] => 2018-08-16 08:13:48 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=91257 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 5 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 91272 [post_author] => 8 [post_date] => 2018-08-16 14:06:51 [post_date_gmt] => 2018-08-16 10:06:51 [post_content] => „ფორმულა 1“-ის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყოფილი სპორტსმენი ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს. მრბოლელის ოჯახი ესპანეთში, მალიორკაზე მდებარე 30 მილიონ ევროდ შეფასებულ ვილაში გადადის საცხოვრებლად. ვილა წარსულში მადრიდის „რეალის” პრეზიდენტს ლორენტინო პერესს ეკუთვნოდა. საკურორტო ზონას გასაიდუმლოებული და უცხო თვალისგან მოშორებული მდებარეობა აქვს და პალმა დე მალიორკადან 20 წუთის სავალზეა. როგორც ცნობილია, შუმახერი მკურნალობას ესპანეთში გააგრძელებს. რა ვადით დარჩება მიხაელის ოჯახი მალიორკაზე საცხოვრებლად, ამ დროისთვის უცნობია.   2013 წლის დეკემბერში შუმახერი საფრანგეთის ალპებში სრიალისას დაიმტვრა. უბედური შემთხვევის გამო მან თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და დღემდე რეაბილიტაციას გადის. მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონის ჯანმრთელობის შესახებ ზუსტი ცნობები ცნობილი არ არის. [post_title] => შუმახერის ცოლმა მიხაელი მალიორკაზე გადაიყვანა „რეალის“ პრეზიდენტის ყოფილ ვილაზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => shumakheris-colma-mikhaeli-maliorkaze-gadaiyvana-realis-prezidentis-yofil-vilaze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-16 14:06:51 [post_modified_gmt] => 2018-08-16 10:06:51 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://autoradio.ge/?p=91272 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 0 [max_num_pages] => 0 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => 1 [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 9946fb37f5d3c68c0fbf78941f810d8e [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )